DRIVE.GE News.Drive.GE Drive.GE
     რეგისტრაცია : პაროლის აღდგენა
  Contact form
 
http://auto.drive.ge newcars http://news.drive.ge http://prava.drive.ge vin.drive.ge http://games.drive.ge vin.drive.ge  
  Audi
     BMW
  Chevrolet
  Citroen
  Fiat
  Ford
  Honda
  Hyundai
  Jeep
  Kia
  Land Rover
  Lexus
  Mazda
  Mercedes
  Mitsubishi
  Nissan
  Opel
  Peugeot
  Renault
  Skoda
  Subaru
  Suzuki
  Toyota
  Volkswagen
  Volvo
  სხვა
  SUPERCARS
  Ssang-Yong
  Formula 1
  AutoSport
  Tuning
ისტორია
მოდელები
სიახლეები
Mini-ს S კლასი...

Mini Cooper S Clubman
Mini Clubman — ეს არის ორი ზედმეტი კარი და ორი სრულყოფილი ადგილი უკანა სავარძელზე. ხასიათს აღარ იკითხავთ?

როდესაც ავტომობილი გამოსაცდელად მიმყავს, მის ფასს არც ვუყურებ. საჭირო ინფორმაციას მხოლოდ მაშინ ვეძებ, როდესაც სტატიის დასაწერად ვჯდები. ამას საინტერესო შედეგები გამოაქვს: ერთ წამში შეიძლება შეიძულოს ადამიანმა ოცნების ავტომობილი, როდესაც იგი ორჯერ უფრო ძვირი ღირს სხვა ოცნების ავტომობილზე. ან პირიქით - თქვას: „იგი არც ისე ცუდია, მისი ყიდვა ხურდითაც კი შეიძლება“. მაგრამ გატესტირებისას საჭიროა, სხვა შთაბეჭდილებები არ გაწუხებდეს და სწორედ ამიტომ Mini Cooper S Clubman -უნივერსალის პრაისში ორი-სამი დრე არ ჩამიხედია...

Clubman — თითქოს უბრალო Mini -ა გაწელილი 24 სანტიმეტრით. მხოლოდ 24 სმ-ით თუ მთელი 24 სმ-ით? „ბებიამისთან“ შედარებით Clubman -ი რაიონის ”ელექტრიჩკას” წააგავს, რომელსაც რამდენიმე ავზი მიაბეს. მაგრამ ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მე მას კვლავ „მინის“ ვეძახი.

Mini Cooper S Clubman
გვერდითი Clubdoor -ი არა მხოლდო ეფექტურია, არამედ საგრძნობლად აიოლებს ჩაჯდომას.

საინტერესო რამაა - ტრადიცია. “ძველი სკოლის” მიხედვით შექმნილი Clubman და Traveller-ს შემდეგ დიზაინერებმა Mini აღჭურვეს 2-ფრთიანი კარით, რომელიც პირდაპირ მიგიყვანთ ასანთის კოლოფის ზომის საბარგულამდე. მაგრამ ეს ისე გააკეთეს, რომ მისი შემხედვარე აღფრთოვანებულები დარჩებით. მომწონს კარების ორი ხელით გაღება. რა თქმაუნდა თუ ისინი სუფთა მაქვს...

Mini Cooper S Clubman
საბარგული 260 ლ-მდე გაფართოვდა - მთელი 100 ლ-თ მერი ჩვეულებრივ Mini-სთან შედარებით. მაგრამ მთავარია, რომ ჩაბარგების პროცესი სიამოვნებას მოგგვრით.

ჩვეულებრივ, ასეთ ავტომობილებს პირველ რიგში გამონაბოლქვის მილზე და ლამაზ უკანა ნაწილებზე ვუყურებ. მაგრამ ამ შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ შევამჩნიე ეს დეტალები, როდესაც რედაქციაში საკუთარ სურათებს ვათვალიერებდი. აღმოჩნდა, რომ Mini-ში უფრო საინტერესო რამეებიც ვიპოვე.

Mini Cooper S Clubman
ხომ შეიძლება კიდევ რაღაცის მოფიქრება დედამიწის ზურგზე! მაგალითად, უკანა ღერძების სხვა ფრად გადაღებვა.

Mini Clubman — უფასო ატრაქციონია გვერდზე გამავალი “ეისთვის”! - გააღეთ სამგზავრო კარი - ცვეი! - გააღეთ გვერდითი “ნახევარ-კარა” - დრეი! - წამზომი ჩართეთ და ნახეთ, რამდენი ხანი მოგაცქერდებიან მხოლდო თქვენ. ჩემი რეკორდია - 43 წმ. Mazda RX-8-ს მფლობელებიც უნდა გამოვკითხო ერთი, მათ რა მაჩვენებელი აქვთ.

Mini Cooper S Clubman
წინა სავარძლები მაინცდამაინც სპორტული არ არის, მაგრამ საიმედონი არიან და მოსახვევშიც მდგრადად იჭერენ ავტომობილს. სალონის უკანა ნაწილში ჯდომა - საკმაოდ კომფორტულია. საბურავების ბაზის ნამატი სრულიად უკან მსხდომების კომფორტის გაზრდაზე დაიხარჯა.

კარების გაღება არ არის ისეთი ეფექტური - ასე ჭეშმარიტად უფრო მოსახერხებელია უკან “შეძრომა”. სხვათა შორის, იქ ყველაფერი მშვენივრად დაგხვდებათ. ჩვეულებრივ Mini-ში მე სავარძელზე ვერ ვთავსდებოდი, აქ კი - თავისუფლად!

ოღონდ არ იფიქროთ, რომ გამონაბოლქვის მილები აღარ მაინტერესებს. ისინი ხომ 175-ცხენის ძალიან -ძრავს ეკუთვნიან. ამას გარდა, ოპციალური სპორტული საკიდურიც (”подвеска") არის - შეუძლებელია ყველაფერმა ამან დრაივერული ინსტინქტები არ გამოგიღვიძოთ. არაჩვეულებრივი დაბალი “პასადკა”, მოსახერხებელი, მგრძნობიარე საჭე, მშვენიერი “ავტომატი” - ასეთი ინგრედიენტებით ყველაზე მოუხერხებელიც კი რაღაცას მოახერხებდა.

მაგრამ არა, ვიღაცამ საქმე გააფუჭა: პლუს 15 გრადუსზე ჩვენი Mini ზამთრის საბურავებზე დგას. ეს უკვე ცუდია,  , მკვეთრი მანევრირებისას უკანა ტანს ათამაშებს.. ჩვენი ნაქები საკიდურიც მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის..

Mini Cooper S Clubman
ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის გასავითრებლად მას 7.8 წმ. სჭირდება! მაგრამ ყველამ იცის, რომ ეფექტური აჩარება მხოლოდ დანამატია Mini-ს მართვადობასთან შედარებით.

ტრასაზე კი Clubman -ი ნემისმიერ Mini- ს მისცემს ფორას: აი, სად იგრძნობა საბურავების გაზრდილი ბაზის უპირატესობა. თუმცა, უკეთესი იქნებოდა სეზონებზე გათვლილი საბურავები. ამ ავტომობილით სამოგზაუროდაც წავიდოდა კაცი. ასეთ Mini-ს ისტორიული სახელი Traveller -ი მოუხდებოდა.

სალონთან მე პირადად, მხოლოდ სამი პრეტენზია მაქვს: I - სპიდომეტრი, რომლის ჩვენებასაც ლამის მილიციელიც კი ხედავს 5 კილომეტრის დაშორებით. პირველი Mini-ც კი აკვირვებდა ყველას თავისი უზარმაზარი სპიდომეტრით, აქ კი კიდევ უფრო გაიზარდა ციფერბლატი. ასეთი ტემპებით, III თაობის Mini-ს სპიდომატრი მთელი წინა პანელი იქნება, ხოლო IV - საერთოდ “სპიდომეტრი საბურავებზე”. II - მოუხერხებელია შუშის ამწევები. III - სალონში დიდი ხნის ყოფნის შემთხვევაში აუცილებლად “დაიხრუკებით”, შემთხვევით სავარძლის გამათბობლებს ჩართავთ. იქნებ ეს სპეციალურადაც გაკეთდა, რომ არ დაგვავიწყდეს, რომ Mini-ი “ცხელი” ჰეჩბექია, გაჩერებულიც კი?!

Mini Cooper S Clubman
ჩვეულებრივ Mini-სთან შედარებით წინა პანელი დიდად არ შეცვლილა.

ყველა პრეტენზია - სრული სისულელეა. მაგრამ მათი ჩამოთვლა თუნდაც იმიტომ ღირს, რომ დავასკვნათ - უფრო სერიოზული ნაკლი სალონს არ გააჩნია.

Mini Cooper S Clubman
განახლებული ვერსიის კურსის მდგრადობა და მოცურებისადმი მიდრეკილება - ჩვეულებრივი Mini-ს შურის საბაბია.

Clubman-ის მფლობელებო! თქვენ ხართ არანორმალურები (განსაკუთრებით, თუ თქვენი Clubman-ი, ისევე როგორც ჩვენი, მაქსიმალურ კომპლექტაციაშია) - მაგრამ ყოველი ადამიანი, რომელსაც თუნდაც 1 დღე აქვს გატარებული Mini-სთან ერთად, კარგად გაგვიგებს. ჩემი ბაყაყი მის საბურავებ ქვეშ დაიღუპა. მაგრამ მოდით უმრავლესობის მხარდაჭერაზე ნურც ვიოცნებებთ. თუ გინდათ, რომ გიჟად არ გამოგაცხადონ, არ თქვათ რა დაჯდა თქვენი Clubman-ი. არც მე ვიტყვი. რა საჭიროა ხასიათის გაფუჭება და კომეტარებისათვის დათმობილი მინდვრის ჭაობად გადაქცევა. სხვისმა “ბაყაყმა” ხომ უკეთესად იცის რამდენი რამის ყიდვა შეიძლება იგივე თანხად. მაგრამ ჩვენთვის სულერთია. მოგწონთ? მაშინ აიღეთ და ნურავის მოუსმენთ, მაგრამ არც ის თქვათ, რამდენად აიღეთ...

ტექნიკური მახასიათებლები

მახასიათებლები Mini Cooper S Clubman
ძარა
რაოდენობა კარების/ადგილების 5/4
სიგრძე, მმ 3958
სიგანე, მმ 1683
სიმაღლე, მმ 1432
ბორბლების ბაზა, მმ 2547
ლიანდი წინა/უკანა, მმ 1453/1461
მასა, კგ 1305
სრული მასა , კგ 1715
საბარგულის მოცულობა, ლ 260–930
ძრავა
ტიპი ბენზინის, განაწილებული შეფრქვევით
განლაგება წინ, განივად
ცილინდრების რაოდენობა და განლაგება 4, ერთ რიგში
კლაპნების რაოდენობა 16
მუშა მოცულობა¸ სმ 3 1598
მაქს. სიმძლავრე, ცხ.ძალა/ბრ*წთ-1 175/5500
მაქს. მაბრუნებელი მომენტი, ნმ/ ბრ*წთ-1 240/1600–5000 (260 overboost-ის რეჟიმში)
ტრანსმისია
გადაცემათა კოლოფი ექვსსაფეხურიანი ავტომატი
ამძრავი წინა
სავალი ნაწილი
წინა საკიდური დამოუკიდებელი, ზამბარული, McPherson
უკანა საკიდური დამოუკიდებელი, ზამბარული, მრავალბერკეტიანი
წინა მუხრუჭები დისკური, ვენტილირებადი
უკანა მუხრუჭები დისკური
საბურავების ზომები 195/55 R16
საექსპლუატაციო თვისებები
მაქსიმალური სიჩქარე , კმ/სთ 219
0 დან 100 კმ/სთ-მდე ასვლის დრო , წმ 7,8
საწვავის ხარჯი , ლ/100 კმ
ქალაქის ციკლი 9,8
ქალაქგარეთა ციკლი 5,4
შერეული ციკლი 7
ტოქსიკურობის ნორმა ევრო-4
საწვავის ავზის მოცულობა , ლ 50
საწვავი აი-95-98

 

გატესტილი ავტომობილის კომპლექტაცია

საბაზო აღჭურვილობა:

  • საჭის ელექტრული გამაძლიერებელი
  • იოლადდნობადი დისკები R16
  • run flat -საბურავები
  • უსაფრთხოების ფრონტალური ბალიშები
  • უსაფრთხოების გვერდითი ბალიშები და გასაბერი “ფარდები”
  • ABS
  • კურსის მდგრადობის სისტემა
  • ტყავში გაწყობილი საჭე

დამატებითი მოწყობილობები

  • ძრავის ღილაკით ჩართვის სისტემა
  • CD -ჩეინჯერი და 6 დისკი
  • სპორტული პადვესკა
  • კომპიუტერი
  • სანავიგაციო სისტემა
  • “მეტალიკ” შეფერილობა
  • ბიქსენონის ფარები
  • ორმაგი ლუქი ელექტრული ამძრავით
  • წინა სავარძლების გამათბობლები
  • გადაცემათა ავტომატური კოლოფი
  • შუქის და წვიმის ამზომები
  • კლიმატ-კონტროლი
  • მულტიფუნქციური საჭე
  • ტყავის სალონი

ტექნიკა

 

Mini Cooper S Clubman
Prince -ოჯახის 4-ცილინდრიანი ძრავი BMW -ს მიერ იქნა შემუშავებული PSA Peugeot Citroen -თან ერთად. პირდაპირი მიწოდების და ტურბოკომპრესორის წყალობით ავტომობილი 175 ცხ.ძ. სიმძავრეს და 240 ნმ. ბრუნვის მომენტს ავითარებდა. ეს უკანასკნელი, აქსელერატორზე მკვეთრი მიმართვისას 260-მდეც კი შეიძება გაიზარდოს ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. ამასთან, ძრავი ძალზედ ეკონომიურია - მთელი ტესტის ჩატარების განმავლობაში დანახარჯმა 12 ლ-ს არ გადააჭარბა 100 კმ-ს გავლისას ქალაქში.

 

დიზაინი

Mini Cooper S Clubman
Mini -ს უკანა გაფართოებული კარები კონცეპტების სერიული წარმოების დაწყებისას უკვე არსებობდა. აი, გვერდითი კარი კი სიახლე იყო.
სალონის წინა ნაწილს ხელი არ ახლეს, სამაგიეროდ უკანა გვარიანად დაამუშავეს.

ისტორია

Mini Cooper S Clubman

Mini-ს ოჯახში 1970-იან წლებში უნივერსალი იყო სახელით -Clubman Estate. ასევე, გამოდიოდა: Austin Mini Countryman და Morris Mini Traveller.

Mini Cooper S Clubman Mini Cooper S Clubman

კადრს მიღმა

Mini Cooper S Clubman

სიმართლე თუ გინდათ, ეს ტესტი მე საერთოდ არ უნდა დამეწერა. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მთელი შთაბეჭდილებები - ეს არის დღეები, გადატერბული Clubman-თან ერთად გადაღებებზე. საბედნიეროდ, იგი გაიწელა: იყო უძილო ღამეებიც, განთიადის შეგებებებიც, დღისით ქალაქში სეირნობებიც...

სულ ნანახია 464-ჯერ 
დამატებულია zak-ის მიერ 
+3 
ხმის მიცემა +1 

კომენტირებისთვის გაიარეთ ავტორიზაცია
bezz 1 warns 2009-06-05 20:17:43
ისე რატოა ცუდი ვერ ვხვდები, ეხლა ყველა სეგმენტს თავისი კლიენტი ყავს. მაგალითად ეს ძაან მაგარი საოჯახო მანქანააა სწრაფი, ეკონომიური და პრაქტიკულია, ეს ოჯახისთვის ზედგამოჩრილია მე თუ მკითხავ და ეხლა ამის კონკურენტებს ანუ smart for two, smart for four-ს da mercedes A-class-ს ბევრად მირჩევნია ყველა მხრივ თუნდაც სილამაზით და თუნდაც კომფორტით
bezz 1 warns 2009-06-05 20:00:20
ხოოო ბანძია რა ეხლა კაი შეკრულ 124-ის რო შეადარებ ეს აბა მანქანაააა? აი რო ჩაჯდები იმინა მერსედეესსსსს ეგრევე იგრძნობ რაააა, აბა ეხლა ესააა მანქანაააა ტო, მანქანა ისეთი უნდა იყოს რო აი რო ჩაჯდები და ფეხებს რო გაშლი და აი ეგრევე რო მოგინდება მაგრა წაუძინო რა, მართალია ეხლა 100-მდე 15 წამში ადის მარა მთავარი სისწრაფე ხო არააა
Mpower 2 warns 2009-04-13 18:33:17
gurgen სმარტს რა აქვს კარგი?
gurgen 2009-04-07 17:59:04
xoda es kaia xo??? saXSi tansacmlis karada ro midgas imas egeeba egre ukana karebi raari es ra azri qonda amis gaketebas an is globusivit spidometri raaris shuashi an zaporojecisnairi moflashuli ttyavis saloni dizainze agar vlaparakob da es yvelaferi kaia??raaq kai tu dzma xar matori>??? tu benzinis chasasxmeli nikelis, manqanaze didi roaq ???
gurgen 2009-04-07 17:56:54
siwynare imitoa ro eg suraTi ar ixsneba da ras gulisxmob ver ityvi ??
Mpower 2 warns 2009-02-17 19:24:22
სიწყნარეაა.... კაეააა....
Mpower 2 warns 2009-02-16 01:18:27
ამაზე იძახით *** ხოო? და ამაზე რას იტყვიტ ტო არ თქვათ რო ამას არ ჯობიაა
http://davidakin.blogware.com/_photos/HPIM1538.sized.JPG
http://www.wired.com/images/slideshow/2008/03/gallery_smartcar_review/07_smart.jpg
myname 1 warns 2009-01-28 18:28:02
shusis amwevebs vabshe ver mivageni
gurgena 2009-01-28 17:48:34
ase jer benvesac ar miuqaria : )) ra yleobaa ro machuqon a rminda : )) eseti saloni ) ra proovincializmia ra yleobaa fu bliad : ))
myname 1 warns 2009-01-10 16:41:02
ar momwons... patara jobia
giorga 2008-09-29 18:01:58
)))
Admin 2008-06-12 21:18:47
)
zakaria 2008-06-11 18:13:51
მინიი )

 გამოკითხვა
რომელ საავტომობილო ბრენდს ანიჭებთ უპირატესობას?
ხმის მიცემა 
saitebi.ge
Verisign, Visa/mastercard Nova Technology, PayBox TerminalsNova Technology, PayBox Terminals Build on ProService CMS
ancient world wonders
Exec. - 0.1903