DRIVE.GE News.Drive.GE Drive.GE
     რეგისტრაცია : პაროლის აღდგენა
  Contact form
 
http://auto.drive.ge newcars http://news.drive.ge http://prava.drive.ge vin.drive.ge http://games.drive.ge vin.drive.ge  
     Audi
  BMW
  Chevrolet
  Citroen
  Fiat
  Ford
  Honda
  Hyundai
  Jeep
  Kia
  Land Rover
  Lexus
  Mazda
  Mercedes
  Mitsubishi
  Nissan
  Opel
  Peugeot
  Renault
  Skoda
  Subaru
  Suzuki
  Toyota
  Volkswagen
  Volvo
  სხვა
  SUPERCARS
  Ssang-Yong
  Formula 1
  AutoSport
  Tuning
ისტორია
მოდელები
სიახლეები
10 ყველაზე ცუდი! 2007-ში

ამ რეიტინგში Chrysler პირველობს, მაგრამ არც Dodge Avenger-ს უკავია ბოლო ადგილი.

ჟურნალმა Forbes-მა განსაზღვრა 2007 წლის ყველაზე ცუდი ავტომობილები

ეს წელიც დასასრულს მიუახლოვდა და დროა შედეგები შევაჯამოთ. იტალიელების აზრით ყველაზე ლამაზი მანქანები უკვე დასახელებულია. სამწუხაროდ, ჩვენ „ლითონის მეგობრებს“ პრობლემების შექმნაც ჩვევიათ.ჟურნალმა - Forbes - საგულდაგულოდ გამოიკვლია, ვინ ისახელა ამ საქმიანობაში თავი ყველაზე მეტად.

ამ ავტორიტეტული ჟურნალის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მაქსიმალურად ობიექტური გამოკვლევის ჩატარების მიზნით ამერიკულ ბაზარზე არსებული ყველა მანქანა 4 კრიტერიუმით შეაფასეს. გაყიდვების მოცულობა და მათზე მოთხოვნა ამერიკის საგზაო უსაფრთხოების ნაციონალურმა განყოფილებამ (NHTSA) გადასცა. რეიტინგები პორტალმა - Consumer Reports. რადგანაც ავტომობილები განეკუთვნება რესურსს, რომელიც მოძველებას ექვემდებარება, სტატისტიკური კომპანიის Automotive Lease Guide-ს დახმარების გარეშე ისინი ვერაფერს გახდებოდნენ. ესეც ერთი ფაქტორი გახლდათ. არც უსაფრთხოების საკითხის უგულებელყოფა შეიძლებოდა. ამიტომ ჟურნალმა დაზღვევის და უსაფრთხოების ინსტიტუტს (IIHS) - მიმართა დახმარებისათვის.

რეიტინგი საკმაოდ „სევდიანი“ გამოვიდა. ტოპ-ათეულის წარმომადგენლები და მათი მწარმოებლები ნამდვილად ძალიან განაწყენდნენ. ისინი, ალბათ, „გალანძღავენ“ კიდეც ჰიტ-ათეულზე მომუშავე ადამიანებს. პრინციპში, ზოგიერთმა მათგანმა გააკეთა კიდეც ეს, თუმცა, საკმაოდ რბილ ფორმებში. ყველაზე მეტად თავის მართლება - Chrysler-ს წარმომადგენლებს მოუწიათ. 10 უვარგისი მანქანის როგებში ამ კონცერნის 5 ნამუშევარი მოხვდა.

ათეულის გამარჯვებულმა, ამ შედეგზე კომენარი გააკეთა. მათი აზრით ასეთი მაჩვენებლები, არაკორექტული მეთოდების ბრალი იყო. საქმე უნიფიკაციაშია, რომელმაც „კრაისლერთან“ მიმართებაში ცუდი როლი ითამაშა. საქმე იმაშია, რომ ერთი და იგივე პლატფორმები, სხვადასხვა დეტალები თუ ფუნქციები რამდენიმე მანქანაზე ერთდორულად გამოიყენება. ამიტომ, ერთადერთი, თუნდაც უმნიშვნელო დეტალი, თითქმის ყველა მოდელის ნაკლი შეიძლება გახდეს. ცოტათი საჩოთირო უსაფრთხოების სისტემაზე Aveo - General Motors-ს წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ იგი ყველანაირ თანამედროვე მოთხოვნას პასუხობს.

მსგავსი განცხადებები გააკეთეს „ათეულის“ სხვა მონაწილეებმაც, ყველაფრის მიუხედავად, ერთი დადებითი მხარე მაინც ქონდა ამ აქციას. აღნიშნული ავტომობილების კომპანიის წარმომადგენლებმა მაინც მონახეს ძალები Forbes - რეიტინგზე მომუშავეებთან დიალოგი გაემართათ და გარკვეული ახსნა-განმარტებებიც გაიმეტეს. გამონაკლისს მხოლოდ Nissan - წარმოადგენს. ბევრი თხოვნის მიუხედავად, კონცერნის არცერთმა წარმომადგენელმა არანაირი განმარტება არ გააკეთა, თუ რატომ მოხვდა მათი ნამუშევრები რეიტინგში. განაწყენდნენ, ალბათ :))


THE WORST 2007 1

მოდით რეიტინგის ბოლო მონაწილისგან დავიწყოთ. საუკეთესო „უვარგისებს“ შორის აღმოჩნდა - Pontiac Grand Prix. მოდელი საკმაოდ ძველია და მას მალე - седан G8 - შეცვლის. მიუხედავად ყველაფრისა, მისი გამოშვება 2007 წელსაც გრძელდებოდა. ამიტომ რეიტინგის შემქმნელებმა მას გვერდი ვერანაირად აუარეს. სუსტ უსაფრთხოების სისტემას და გამოწვევის კამპანიას გვერდი ვერ აუარა 1602 მა ავტომობილმა.

THE WORST 2007 1

ნაწყენები კორეელები უნდა იყვნენ. მათი Hyundai Entourage — საკმაოდ ნორმალური მინივენია. მაგალითად, იგი ძალიან უსაფრთხოა, მაგრამ „სუსტმა“ საიმედოობამ იგი ნამდვილად დაღუპა.

THE WORST 2007 1

Nissan Quest - კარგი დიზაინის პატრონია. თუმცა მომხმარებლები, რომლებიც მისმა გარეგნობამ და სალონმა დაატვევა, გაწბილებულები დარჩნენ. მისი რეპუტაცია საგრძნობლად შეირყა საიმედობის დაბალი დონისა და წინა „პადვესკის“ პრობლემების გამო.

THE WORST 2007 1

Chevrolet Aveo — ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ავტომობილია ამერიკულ ბაზარზე. მისი ფასი 9 995$-დან იწყება. თუმცა ადგილობრივი სტანდარტებით, მისი უსაფრთხოების და საიმედობის ხარისხი პრაქტიკულად 0-ს ტოლია. ასევე, საწვავის მიწოდების სისტემის ხარვეზები, მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

THE WORST 2007 1

Ford-ი არ აპირებს Crown Victoria-ს აღიარებას, როგორც ერთ-ერთი უვარგისი ავტომობილისას. მათი აზრით, ეს „ძველი“ მოდელი, რომელიც ოფიციალურად აღარც იკიდება, პოლიციელების და ტაქსის მძღოოლების საყვარელი ავტომობილია. ხელმისაწვდომობა და საოცარი გამძლეობა - მისი საუკეთესო მახასიათებლებია.

THE WORST 2007 1

უზარმაზარი, მაგრამ დახვეწილი Dodge Magnum - საშუალო სტტისტიკურ „ამერიკულ“ ავტომობილებზე გაცილებით უფრო ხშირად იმტვრევა. ამასთან, მისი „მოძველების პერიოდი“ ძალიან მცირეა. ასე რომ, მალე მისი „კაპიკებში“ გაყიდვა იქნება შესაძლებელი. თუმცა მისი „ტანჯვა“ დიდ ხანს არ გაგრძელდება. მას სულ მალე გაყიდვიდან მოხსნიან.

THE WORST 2007 1

საოცარი სიტუაცია შეექმნა Dodge Caliber-ს. წინა ამძრავის სისტემისაგან განსხვავებით, სრული ამძრავის მოდიფიკაციამ პირდაპირ „დატანჯა“ მომხმარებელი. სწორედ ამის ბრალია, მისი საპატიო IV ადგილი ათეულში.

THE WORST 2007 1

Forbes-ს ექსპერტებმა Jeep Liberty-ს უამრავი ნაკლი აღმოუჩინეს. ჯერ ერთი, მისი გაყიდვა ძალზე არამომგებიანი. მეორე - ფრონტალური ქრეშ-ტესტის შედეგები ძალიან ცუდი აღმოჩნდა და მესამეც - მისი „დაუოკებელი მადა“ პირდაპირ აღმაშფოთებელია. 15 ლ - 100 კმ-ზე, თანაც ქალაქის პირობებში???

THE WORST 2007 1

ცოტაც და იგი გამარჯვებასაც გამოჰკრავდა ხელს - Dodge Nitro. კომპანია მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. სამწუხაროდ, მან ისინი ვერ გაამართლა. ფსიქოლოგთან კი ტელეფონის ზარი არ წყდებოდა. მომხმარებლები მას დილერის მონახულებას სთხოვდნენ. ადამიანისა, რომელიც შესაძლო შეფერხებების ამოფხვრის საკითხზე არის პასუხისმგებელი.

THE WORST 2007 1

და დადგა ჟამი გამოვაცხადოთ გამარჯვებული. ეს არის - Chrysler Sebring. მათალია, ამ ტიტულის მოსაპოვებლად მას დიდი ჯაფა არ გაუწევია. იგი უფრო „მოკრძალებული“ გახდა. თუმცა ლომის წილი მის „გამარჯვებაში“ - ფენომენალურ „არა საიმედოობას“ მიუძღვის.

სულ ნანახია 689-ჯერ 
დამატებულია zak-ის მიერ 
+16 
ხმის მიცემა +1 

კომენტარები გამორთულია

 გამოკითხვა
რომელ საავტომობილო ბრენდს ანიჭებთ უპირატესობას?
ხმის მიცემა 
saitebi.ge
Verisign, Visa/mastercard Nova Technology, PayBox TerminalsNova Technology, PayBox Terminals Build on ProService CMS
ancient world wonders
Exec. - 0.1502