DRIVE.GE News.Drive.GE Drive.GE
     რეგისტრაცია : პაროლის აღდგენა
  Contact form
 
http://auto.drive.ge newcars http://news.drive.ge http://prava.drive.ge vin.drive.ge http://games.drive.ge vin.drive.ge  
     Audi
  BMW
  Chevrolet
  Citroen
  Fiat
  Ford
  Honda
  Hyundai
  Jeep
  Kia
  Land Rover
  Lexus
  Mazda
  Mercedes
  Mitsubishi
  Nissan
  Opel
  Peugeot
  Renault
  Skoda
  Subaru
  Suzuki
  Toyota
  Volkswagen
  Volvo
  სხვა
  SUPERCARS
  Ssang-Yong
  Formula 1
  AutoSport
  Tuning
ისტორია
მოდელები
სიახლეები
ავტომობილები და მათი ემბლემები...

 

1 

მოგეხსენებათ ყველა თუნდაც ძალიან მცირე ავტომწარმოებელს, რომელიც დღეს ავტოინდუსტრიის ნაწილია, საკუთარი ისტორიაა გააჩნია, რომელმა ისტორიამაც ისინი დღემდე მოიყვანა. მცირე მწარმოებლად და გამომგონებლად დაბადებული კომპანიების უმეტესობა, დღეს გიგანტურ კომპანიებად იქცნენ, რომლებიც წლის განმავლობაში ასობით ათას ან მილიონობით ავტომობილს ყიდიან. გარდა განსხვავებული წარსულისა, ყველა ავტომობილს გააჩნია 1 ნიშანი, რომელიც მას სხვა ბრენდებისგან ერთი შეხედვისთანავე გაარჩევს და ეს ერთი რამ კომპანიის ემბლემაა. ალბათ გაინტერესებთ მათი წარმოშობის ისტორია და ზოგადად მათი შინაარსი. მოცემულ სტატიაში ჩვენ სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ, ასე რომ ამ საკითხით დაინტერესებილმა მკითხველმა აღნიშნულის გასაგებად სტატიის კითხვა უნდა განაგრძოს. 

ABARTH

Abarth-ი, რომელიც Fiat-ის სპორტულ დივიზიონს წარმოადგენს, წარმოშობით ავსტრალიელი, მაგრამ იტალიაში მოღვაწე ცნობილი დიზაინერის Karl Abarth-ის მიერ 1949 წელს იქნა დაარსებული. მისი ლოგო რამოდენიმე კომპონენტისგან შედგება, რომელსაც თავზე კომპანიის სახელი აწერია. თუ დააკვირდებით ლოგოს ძირითადი მოყვანილობა ფარს წარმოადგენს, რაც შინაარსობრივად ძალის მანიშნებელია. კომპანიის სახელის ქვემოთ მოცემული სამი ფერი, მწვანე, თეთრი და წითელი იტალიის დროშას წარმოადგენს, გამომდინარე იქიდან, რომ Abarth-ი, 
როგორც ბრენდი, იტალიის ქალაქ ტურინში დაიბადა. რაც შეეხება ლოგოზე მოთავსებულ დიდი ზომის მორიელს, იგი დამაარსებლის, Karl Abarth-ის ასტროლოგიურ ნიშანს, წამოადგენს (რადგან კარლ აბარტი 1908 წლის 15 ნოემბერს იყო დაბადებული). წითელი და ყვითელი ფერები კომპანიის მიერ, რბოლიებისთვის შერჩეულ ფერებს ნიშნავს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რბოლებში მონაწილე Abarth-ის ავტომობილები, ძირითადად ამ ფერებით იყო გაფორმებული. 

1

ALFA ROMEO

Alfa Romeo გახლავთ იტალიური ავტომწარმოებელი, რომელსაც ისევ და ისევ Fiat-ი ფლობს. ალფა წარმოადგენს ბრენდს, რომლის ემბლემაც, საუკუნის განმავლობაში რამოდენიმეჯერ შეიცვალა, თუმცა მისი შინაარსი და ძირითადი მონაცემები არ შეცვლილა. Alfa Romeo-მ, რაც იტალიურად იხსნება როგორც, Anonima Lombarda Fabbrica Automobili (ინგლისურად Lombard Automobile Factory, Public Company), პირველად ლოგო 2010 წელს, Romano Cattaneo-სგან მიიღო. თუ დააკვირდებით მის მრგვალი ფორმის ემბლემაზე მოცემულია ბალახის გველი, რომელსაც პირში ადამიანი ჰყავს. გველის ეს ასხეობა ძველი იტალიური დინასტიის Visconti-ს დროშიდან არის გადმოღებული და Alfa-ს ლოგოზე ის ოპონენტებთან ბრძოლის უნარის ქონას აღნიშნავს. Cattaneo მრგვალი ემბლემის მარცხენა მხარე წითელი ჯვრის გამოსახულებით შეავსო, რომელიც მან ქალაქ მილანის დროშიდან გადმოღო. რაც შეეხება ემბლემის გარშემო მოთავსებულ კვანძებს, ისინი კატანეომ კიდევ ერთი იტალიური დინასტიის, Savoia-ს დროშიდან აიღო. 

1

1 1 1

AUDI

ბრენდი რომლის ლოგოც 4 წრისგან შედგება, შეიძლება ითქვას რომ გერმანულ მწარმოებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია. Audi-ს ლოგოს თქვენ მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადგილზე ნახავთ, რომელსაც მილიონობით გაყიდული ავტომობილი ატარებს. საკმაოდ დიდი შინაარსის და წარსულის მქონე ლოგოზე გამოსახულია 1932 წელს გაერთიანებული 4 გერმანული ბრენდის Audi-ს, DKW-ს, Horch-ის და Wanderer-ის გაერთიანება. გარდა ამისა აუდის ლოგოსთან დაკავშირებით არსებობს კიდევ ერთი ვერსია. აღნიშნული ვერსია გვარწმუნებს, რომ აუდის ლოგო, 4 ბრენდის გაერთიანებამდე გაცილებით ადრე შეიქმნა და რომ ის ოლიმპიურ თამაშებთან უდიდეს კავშირშია, თუმცა ბოლოს ნათქვამი ვერსია ძალიან საეჭვო და არარეალურია. ცვლილებების თვალსაზრისით გამონაკლისი არც Audi-ა, რომლის ლოგომაც რამოდენიმჯერე შეიცვალა სახე, თუმცა არა შინაარსი. კომპანიის ლოგო ბოლოს 2009 წელს შეიცვალა, თუმცა ძალიან უმნიშვნელოდ.

1

1

BMW

Bayerische Motoren Werke, ინგლისურად Bavarian Motor Company – BMW გახლავთ ყველასთვის კარგად ნაცნობი, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ წარმოებადი მდიდრული ბრენდი. მან სიცოცხლე 1913 წელს დაიწყო და მისი ძირითადი დანიშნულება საავიაციო ძრავების წარმოება გახლდათ. კომპანიის ლოგოც სწორედ მის უძველეს წარსულზეა დაფუძნებული, თუმცა ამ შემთხვევაშიც ლოგოს შინაარსის რამოდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მრგვალ ლოგოში მოთავსებული თეთრი ფერი საჰაერო ხრახნს (იგივე პროპელერს), ხოლო ლურჯი ფერი ცას წარმოადგენს, ეს კი რა თქმა უნდა პირდაპირ უკავშირდება კომპანიის პირველყოფილ საქმიანობას, საავიაციო ძრავების მშენებლობას. მეორე ვერსიის თანახმად, კომპანიის ლოგო წარმოადგენს ბავარიის დროშის ფერებს, რომელიც კომპანიამ თავისი სამშობლოს საპატივცემოდ დაახატა ლოგოს. რა თქმა უნდა შეგიძლიათ ნებისმიერი ვერსიის გჯეროდეთ, თუმცა პირველი მათგანი უფრო ლოგიკურია. 

1

1

1

BUICK

Buick-ი (რომელსაც მეორენაირად American symbol-საც უწოდებენ) გახლავთ ამერიკული ავტომწარმოებელი, რომლის ისტორიაც 1903 წლიდან იწყება და უკავშირდება წარმოშობით შოტლანდიელ, მაგრამ დეტროიტში მოღვაწე ცნობილ გამომგონებელს David Dunbar Buick-ს. ავტომწარმოებლის ლოგო ისტორიის განმავლობაში რამოდენიმეჯერ შეიცვალა, თუმცა ძირითადი ცვლილებები მან 20-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან მიიღო. 60-იან წლებში კომპანიის ავტომობილმა მიიღო 3 ფარიანი ემბლემა, რომელიც 3 ახალი მოდელის LeSabre, Invicta და Electra-ს გამოშვებას უკავშირდებოდა. 1975 წელს ზემოთ აღნიშნული ლოგო შეიცვალა და მის ემბლემას ქორი დაეხატა, რაც იმ დროისთვის სიტყვა "Happy-ს" აღნიშნავდა. მოგვიანებით კომპანიამ შოტლანდიური ფარებით გამოსახული ემბლემა დააბრუნა, 21 საუკუნეში კი ეს ფარები "გაუფერულდა". 

1

CADILLAC

ამერიკული კომპანიის "Cadillac-ის" სახელიც და ლოგოც არისტოკრატს Antoine de La Mothe, Seigneur de Cadillac-ს უკავშირდება, თუმცა ჯენერალ მოტორსის პატრონობის შედეგად, კომპანიის ლოგომ რამოდენიმეჯერ განიცადა ცვლილება. Antoine de La Mothe, Seigneur de Cadillac (Sir of Cadillac) გახლდათ ადამიანი, რომელმაც 1701 წელს დაარსა ქალაქი Fort Pontchartrain-ი, რომელიც შემდგომში ავტოწარმოების ქალაქად Detroit-ად იქცა. 1998 წელს Cadillac-მა მიიღო ახალი ლოგო, რომელიც შინაარსით სიტყვებს "art და science-ს" ნიშნავდა. დროთა განმავლობაში ახალი ლოგოც დაიხვეწა და მასზე აღნიშნული 6 ჩიტი, გვირგვინი და წარწერები წარსულს ჩაბარდა. კადილაკის ლოგოს საბოლოო სახე 2002 წელს იქნა წარმოდგენილი და ის დღემდე უცვლელი რჩება.

1

1

CHEVROLET

მაშინ როდესაც თქვენ შესაძლო ვარიანტს ეძებთ, თუ საიდან წამრმოიშვა შევროლეტის "პლიუს' ემბლემა, გეტყვით, რომ არსებობს მისი წრმოშობის 2 ვერსია. პირველი მათგანის თანახმად, William C. Durant-მა, რომელიც General Motors-ისა და Chevrolet-ის დმაარსებელია, ლოგოს ძირითადი მოყვანილობა შვედეთის დროშიდან გადმოიღო, რომელიც მან პირველად საფრანგეთის ერთ-ერთ სასტუმროში ნახა. მეორე ვერსიის თანახმად ეს ლოგო პირველად ვილიამის მეუღლემ ნახა გაზეთში, რომელიც შემდგომ კომპანიის ემბლემად იქნა გამოყენებული. რა თქმა უდნა ისევე როგორც ყველა ავტომწარმოებლის ლოგო, შევის ლოგომაც განიცადა ცვლილებები, დღეს-დღეობით კი მისი მეტალისფერი პლიუსის მსგავსი ლოგო, გარშემო ქრომირებულია. 

1

Fiat

ყველაზე დიდი იტალიური ავტო კორპორაცია, რომლის სახელიც Fabbrica Italiana Automobili Torino-ს (Italian Automobile Factory of Turin) ნიშნავს, 1899 წელს იტალიელ გამომგონებელთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბდა, რომელსაც მოგვიანებით დირექტორის ამპულაში Giovanni Agnelli მეთაურობდა. საკონტროლო აქციები Agnelli-მ სულ რაღაც $400 დოლარად შეიძინა (რაც დღეს $10,000-15,000 დოლარის ტოლია). თავად კომპანია მას შემდეგ ძალიან გაიზარდა და დღეს ათობით მილიარდი დოლარის ქონებას წარმოადგენს. ლოგოს ახსნა ალბათ ძალიან მარტივია, რადგან რამოდენიმეჯერ მიღებული უმნიშვნელო ცვლილებების შემდეგ, ის უბრალოდ კომპანიის სრული სახელწოდების აბრევიატურაა.

1

FORD

ნებისმიერ ოდნავ მცოდნე ავტომოყვარულს რომ ჰკითხოთ თუ ვისი დაარსებულია კომპანია Ford-ი, პასუხად მიიღებთ ამერიკელი გამომგონებლის Henry Ford-ის სახელს და გვარს, თუმცა ძალიან ცოტა ავტომოყვარულმა იცის ის, რომ Ford-ი, ჰენრისთვის დაარსებული მესამე კომპანია იყო, რომელმაც 2 წარუმატებელი ცდის შემდეგ, განვითარება და პოპულარობა ჰპოვა. დღეს ფორდი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კომპანიაა, რაც 2009 წელს დამტკიცდა კიდევაც, როდესაც კომპანიამ კრიზისი, სახელმწიფოს დახმარების გარეშეც კი უპრობლემოდ დაძლია და მეტიც, კიდევ უფრო განვითარდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კომპანიის ლოგოს დიზაინი ჰენრი ფორდს არ ეკუთვნის. Harold Wills-ი გახლდათ ადამიანი, რომელსაც საკუთარი მბეჭდავი კომპანია გააჩნდა და ხშირად ეხმარებოდა Henry-ს. როდესაც ფორდმა ახალი კომპანიის ლოგოზე ფიქრი დაიწყო, ჰაროლდმა საკუთარი თავისი საბეჭდი აღჭურვილობით ემბლემის დიზაინი შექმნა, რომელშიც მან ბიზნეს კარტებისთვის განკუთვნილი დიზაინის ფონი და გაფორმებები გამოიყენა. ამის შემდეგ ჰაროლდმა ზემოდან მარტივად, ჰენრის გვარი "Ford" დააწერა. დროთა განმავლობაში სახეცვლილი ემბლემის არსი, საუკუნის მანძილზე უცვლელი დარჩა, დღეს კი მას ოვალური ფორმა აქვს, სადაც ლურჯზე თეთრით კვლავ "Ford" წერია. 

1

Ferrari

ნებისმიერმა ავტომოყვარულმა, მცოდნემ თუ უცოდინარმა იცის, რომ ავტოწარმოებაში არსებობს იტალიური ბრენდი, სახელწოდებით Ferrari-ი რომელიც სუპერ-ავტომობილების კეთებაში ერთ-ერთი საუკეთესოა. რამოდენიმე კომპანიის მსგავსად, იტალიური ბრენდის ლოგოს შექმნის რამოდენიმე ვერსია არსებობს. პირველი ვერსიის თანახმად, იტალიურ დროშასთან ერთად, ყვითელ ფონზე დახატული შავი ცხენი, პირველ მსოფლიო ომში მონაწილე გამანადგურებლის პილოტს, Francesco Baracca-ს უკავშირდება, რომელსაც გამანადგურებელზე ცხენის ლოგო ეხატა. პილოტი რომელმაც ბრძოლაში თავი გამოიჩინა, ფერარის მიერ გაკეთებულ ვიდეოშიც არის ნაჩვენები. რაც შეეხება მეორე ვერსიას, მის თანახმად, ლოგო გერმანელ პილოტს უკავშირდება, რომელიც ბრძოლაში დაიღუპა. თავისმხრივ ეს პორშეს ლოგოსაც უკავშირდება, რომელსაც ასევე ცხენი ახატია, თუმცა მერე ვერსია ნაკლებ რეალურია. 

1

HYUNDAI

 "Hyundai" რომელიც მშობლიურ ენაზე, ანუ კორეულად თანამედროვეს ნიშნავს, 1947 წელს ჩამოყალიბდა როგორც კონსტრუქციული კომპანია, ოდნავ მოგვიანებით კი კომპანიამ ავტომობილების წარმოებაც დაიწყო. კორეული ავტომწარმოებლის ემბლემა ერთის მხრივ საკმაოდ მარტივი ასახსნელია. მის ოვალურ ფორმას შიგნიდან სახელწოდების პირველი ასო "H" ავსებს, მაგრამ ყველაფერი ესე მარტივი ნამდვილად არ არის. ოვალი რომელიც მეორეს ჰიუნდაის დრო და დრო აზიაში გაფართოვებად ბიზნესს, კომპანიის გაფართოვებულ საზღვრებს ნიშნავს, ხოლო ოდნავ წაქცეული "H" ორ ადამიანს, რომლებიც ხელს ართმევენ ერთმანეთს. ლოგოს ასეთი მოყვანილობა 2 ნაწილისგან შედგება, გამყიდველი და მყიდველი, რომლებიც ურთიერთ კმაყოფილების ნიშნად ერთმანეთს ხელს ართმევენ.  

1

JAGUAR

Jaguar-ი გახლავთ ბრიტანული ავტომწარმოებელი, რომლის ლოგოც ზოგიერთი კომპანიის მსგავსად ადვილი ასახსნელია. თუ იაგუარის ავტომობილებისთვის სადმე თვალი მაინც მოგიკრავთ, შეამჩნევთ მის კაპოტზე წამოჭიმულ გარეული ცხოველის, იაგუარის ემბლემას. საკმაოდ ორიგინალური ემბლემა, საკმაოდ ეფექტურიც არის. თუ რატომ ჰქვია კომპანიას Jaguar და რამდენად იხდენს ავტომობილი მის ველურ სახელწოდებას, ამას თქვენ მხოლოდ მისი ტარების შემდეგ გაიგებთ. ალბათ სკოლის პერიოდში ყველა ჩვენგანმა ისწავლა თუ როგორი სწრაფი და ველური შესაძლებლობები გააჩნია ზემოთ აღნიშნულ ველურ კატას. მისი ემბლემის ავტომობილზე მოთავსება კი მის დიდ შესაძლებლობებზე და მაღალ პერფორმანსზე მიუთითებს. 

1

KIA

სამხრეთ კორეულ კომპანია KIA Motors-ს, წითლად შეღებილ ოვალურ ემბლემაზე, კომპანიის 3 ასოიანი სახელი აწერია. ერთი შეხედვით ეს შესაძლოა უბრალო ლოგოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მას სხვა მნიშვნელობაც გააჩნია. გავყოთ სიტყვა 2 ნაწილად. პირველი ნაწილი ანუ "KI" კორეულად დაბადებას/აღმოცენებას ნიშნავს, ხოლო ასო A, აზიის კონტინენტის ლათინური დასახელების პირველი ასოა. ასეთი კონტექსტით სახელის მნიშვნელობა "arise from Asia-ს" ნიშნავს, რომლის ქართული შესატყვისია "დაბადებული აზიაში".

1

LAMBORGHINI

ლოგო რომელიც იტალიური Lambo-ებს ამშვენებს, (არ აქვს მნიშვნლობა ცეცხლწაკიდებულებს თუ კარგ მდგომარეობაში მყოფს), წარმოადგენს შავ ფერზე დახატულ მატადორთან მებრძოლ ხარს. გაგიკვირდებათ და იტალიური წარმოშობის სუპერქარებს, წინაპრებად ტრაქტორები ჰყავდათ, რომლებიც თავიანთ საქმეში ისეთივე წარმატებულები იყვნენ, როგორებიც დღეს ლამბორჯინის ავტომობილები არიან. რაც შეეხება ხარის გაჩენას ემბლემაზე, თანამემამულე Karl Abart-ის (Abarth-ის დამაარსებლის) მსგავსად, Ferruccio Lamborghini-მ კომპანიას თავისი გვარი დაარქვა, მის ემბლემაზე კი თავისი ზოდიაქოს ნიშანი, კურო (იგივე ტაურუსი) გამოსახა.  აღსანიშნავია ისიც რომ სავარაუდოდ შემქმნელთა "პატრიოტიზმის" გამო, იტალიური წარმოშობის სუპერქარის ამოსაცნობ ნიშანს, იტალიის დროშა არ გააჩნია. 

1

MAZDA

ჰიროშიმული კომპანია Mazda-ს საკმაოდ შორეული ისტორია გააჩნია. ბრენდი 1920 წელს წარმოიშვა და მას შემდეგ მისმა ლოგომ რამოდენიმეჯერ შეიცვალა სახე, საბოლოოდ კი მან სულ სხვა შინაარსი მიიღო. თავდაპირველად მისი ლოგო უბრალოდ კომპანიის სახელს წარმოადგენდა. შემდგომში იგი განვითარდა და 3 ჰორიზონტალური ხაზით შედგენილ უცნაურ M ასოს ჰგავდა. კიდევ გარკვეული დროის შემდეგ აღნიშნული ასო უფრო დაიხვეწა. დღეს ის მფრინავი ჩიტის ფრთებს და ფორმებს მოგაგონებთ, თუმცა არ უნდა აგერიოთ, რადგან იაპონელთა ჩანაფიქრში ეს ჩიტი ლათინური "M" ასოა, რომელიც კომპანიის მმართველთა აზრით, Mazda-ს ბრენდს შორეულ მომავალში გადააფრენს. 

1

1

MERCEDES-BENZ

Mercedes-Benz გახლავთ მსოფლიო ავტო ინდუსტრიაში ყველაზე დიდი ისტორიის მქონდე და დღეს-დღეობით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული გერმანული ბრენდი. მისი დაარსება 3 უნიჭიერეს გერმანელ ინჟინერს (Daimler-Motored-Gesellschaft) DMG-ს დამაარსებლებს, Gottlieb Daimler-ს/Wilhelm Maybach-ს და Benz & Cie-ს დამაარსებელ Karl Benz-ს უკავშირდება. ამათ შორის ეტლზე ძრავის დამაგრების იდეა თითქმის ერთდროულად გაჩნდა, თუმცა ბენცმა პატენტი ყველაზე ადრე, 1886 წელს მიიღო, დაიმლერმა და მაიბახმა კი ოდნავ მოგვიანებით. სწორედ ამ ადამიანთა წყალობით დაიწყო და განვითარდა შემდგომი ავტოწარმოება. ბევრი ახსნა აღარ უნდა იმას, რომ კომპანიის სახელში სწორედ ამ ადამიანთა გვარები ფიგურირებს. მიუხედავად იმისა რომ გასაგებია Daimler AG-ს სახელის წარმოშობა, გასაგებია ავტომწარმოებლის სახელში Benz-ის გვარი, შესაძლოა გაჩნდეს კითხვა, საიდან მოვიდა გერმანული ბრენდის სახელში, ლათინური ქალის სახელი "Mercedes" ?. ეს სახელი მოკლედ რომ ვთქვათ ავსტრიელ ვაჭარს, ემილ იელინეკს უკავშირდება, რომელმაც სპორტული მერსედესის შესაქმნელად უამრავი მოდელი იყიდა და ამით გაამდიდრა კომპანიის ბიუჯეტი. ასეთი წინსვლის შედეგად კომპანიას მისი 10 წლის ქალიშვილის, Mercedes-ის სახელი ეწოდა. რაც შეეხება 3 ქიმიან ვარსკვლავს, რომელიც ბრენდის ავტომობილთა კაპოტებს ამშვენებს, წარმოადგენს Daimler-ის მიერ ერთ-ერთ ღია ბარათზე, თავის სახლზე დახატულ ვარსკვლავს, რომელსაც მან ასეთი რამ მიაწერა - "this star would one day shine over (his) own factory to symbolize prosperity." თავად ვარსკვლავი თავისმხრივ სხვა შინაარსის არის. იგი გამოხატავდა დაიმლერის ამბიციას, ეწარმოებინა მიწაზე, წყალში და ჰაერში მოძრავი ავტომობილები. დროთა განმავლობაში ლოგომ რამოდენიმეჯერ შეიცვალა სახე და ადგილმდებარეობა, თუმცა შინაარსი კვლავ იგივეა. 

1

1

Mitsubishi

Yataro Iwasaki-ს მიერ დაარსებული იაპონური ავტომწარმოებელი Mitsubishi, გახლავთ იმ ბრენდთაგანი, რომლის ემბლემის წარმოშობის შესახებ უამრავი სხვა და სხვა, მაგრამ არაოფიციალური ვერსია არსებობს. ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით, "mitsu" "bishi" იაპონურად 3 (მიცუ) ბრილიანტს (ბიში) ნიშნავს. ამ ვერსიის რეალურობა შესაძლებელია გამომდინარე იქიდან, რომ ლოგოს წაწვეტებილი ფორმის 3 ერთნაირი ფიგურა ახატია. ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, 3 ფიგურა კომპანიის ძირითად მახასიათებლებს, "შემძლეობას", ეთიკურობას და კომუნიკაბელურობას აღნიშნავს. რაც შეეხება ბოლო მესამე ვერსიას, მიცუბიშის ლოგო გემის პროპელერს უნდა აღნიშნავდეს, რაც წარსულში კომპანიის პირველი და ძირითადი საქმიანობაც გახლდათ. 

1

PORSCHE

1931 წელს დაარსებული შტუდგარდული კონცერნი Porsche, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სპორტული ავტომწარმოებელია, რომლის ისტორიაც გენიალურ ინჟინერს, Ferdinand Porsche-ს უკავშირდება. მისი ლოგო წარმოადგენს დასავლეთ გერმანიაში, Baden-Württemberg-ის დროშას, რომლის დედაქალაქადაც, იმ დროისთვის ქალაქი Stuttgart-ი მიიჩნეოდა, რომელსაც რა თქმა უნდა თავისი დროშა გააჩნდა. ვიურტემბერგის და შტუდგარდის გაერთიანებამ წარმოშვა ახალი დროშა/ლოგო, რომელსაც თავზე კომპანიის სახელი Porsche დაეწერა. რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში პორშეს ლოგომაც განიცადა გარკვეული ცვლილებები და დღემდე მაქსიმალურად გალამაზებული და დახვეწილი სახით მოვიდა. 

1

1 1

PEUGEOT

 კომპანიათა ლოგოებზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგული წარმოშობის Peugeot-ს საკმაოდ საინტერესო ისტორია და მნიშვნელობა გააჩნია. Emile Peugeot-ის მიერ დაარსებულმა კომპანიამ, პირველი ავტომობილი 1891 წელს გამოუშვა და მას ლომის ლოგო მიახატა. მსგავსი ფორმის ლომის ლოგო პირველად 1847 წელს, იუველირ-ოქრომჭედელმა, Justin Blazer-მა შექმნა. მას შემდეგ ლოგომ უამრავი ახალი სახე მიიღო, თუმცა დაკუნთული ლომის პროფილზე დიზაინერებმა განსაკუთრებით იზრუნეს 1998-2002 წლებში. აქვე გეტყვით რომ ასეთი ემბლემით აღჭურვილი ავტომობილების დევიზი, სიმძლავრე და ბალანსია, ხოლო მის ქვემოთ მოთავსებული ლურჯი ფონი არის ის ფერი, რომელ ფერშიც კომპანია თავის მომავალს ხედავს.

1

1

RENAULT

Renault-ი რომელიც დღეს-დღეობით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტო ალიანსის წევრია, (Nissan-თან), ლოგო სულ მცირე 10-ჯერ მაინც შეიცვალა. სახელწოდებად კომპანია თავისი დამაარსებლის Louis Renault-ის და მისი ძმების, Ferdinand-ის და Marcek-ის გვარს ატარებს, ხოლო მისი ლოგო, იაპონური მიცუბიშის მსგავსად ბრილიანტის აღმნიშვნელია. დროთა განმავლობაში ბრილიანტის მოყვანილობამ განვითარება ჰპოვა და დამრგვალდა, უფრო განვითარდა 2007 წელს კი მას ფონად ყვითელი ფერი დაემატა, რომელიც კომპანიის მესვეურთა ხედვაში, ხარისხის აღმნიშვნელი ფერია. 

1

1

SKODA

ჩეხური ავტომწარმოებელი რომელიც დღეს უდიდესი საავტომობილო კორპორაციის, გერმანული VW Group-ის შემადგენლობაშია, თავდაპირველად ველოსიპედებს აწარმოებდა. კომპანიის ლოგოზე დახატული ფრთებიანი ისარი თავდაპირველად ნამდვილად არ გვხვდებოდა, თუმცა 20-ე საუკუნის მეორე ნახევარში მან შკოდას ემბლემა დაამშვენა. მას შემდეგ 90-იან წლებში ლოგოს კიდევ 2 ახალი ფერი, შავი და მუქი მწვანე დაემატა, რაც თავისი შინაარსით კომპანიის 100 წლის იუბილეს და გარემოზე მზრუნველი კომპანიის აღმნიშვნელია. 

1

SUBARU

Subaru არ დაბადებულა როგორც ავტომწარმოებელი. მისი წინაპარი კომპანია ავია გამანადგურებლებს აწარმოებდა, რომლებიც 2-ე მსოფლიო ომში საკმაოდ წარმატებულად იბრძოდნენ, ხოლო ავტომობილის შექმნის იდეა ოდნავ მოგვიანებით გაჩნდა. სახელწოდება ისევე როგორც მისი ლოგო, ვარსკვლავთა ერთ-ერთ გაერთიანებას, ექვსვარსკვლავედს აღნიშნავს, რომელსაც იაპონურად SUBARU ქვია. გარდა ამისა ლოგოზე მოყვანილი ვარსკვლავები ასევე აღნიშნავენ დევიზს "გაერთიანება ერთიანობისთვის". ამ დევიზის არსებობის მიზეზი გახლავთ  5 კომპანია 
(Fuji Kogyo, Fuji Jidosha Kogyo, Omiya Fuji Kogyo, Utsunomiya Sharyo და Tokyo Fuji Sangyo), რომლებიც წარსულში გაერთიანდნენ, რათა მეექვსე, ყველაზე ძლიერი კომპანია, Fuji Heavy Industries შეექმნათ, რომელიც ავტომობილის ლოგოზე ყველაზე დიდი ვარსკვლავის სახით არის წარმოდგენილი. 

1

TOYOTA
კიდევ ერთი იაპონური ბრენდი, Toyota Motor Corporation-ი გახლავთ გიგანტური ავტომწარმოებელი, რომელიც Kiichiro Toyoda-მ 1937 წელს დაარსა. რა თქმა უნდა კომპანიის სახელს და ლოგოს არანაირი კავშირი არ აქვს, გაჭედილ და უარგის პდელებთან და კიდევ უამრავ დეფექტთან. კომპანიის ლოგო შექმნილია 3 ოვალისგან, რომელთაგანაც, 2 ტოიოტას მომხმარებელთან კარგ ურთიერთობას და ასევე ლათინურ ასო "T-ს" აღნიშნავს, რომელიც კომპანიის სახელწოდებაში პირველი ასოა. სხვების მსგავსად ტოიოტას ლოგომაც განიცადა ცვლილებები, თუმცა მისი ძირითადი არსი დღემდე შენარჩუნებულ იქნა.

1

Volvo

Volvo გახლავთ კომპანია რომელმაც სახელი გაითქვა, როგორც უსაფრთხო და დაცული ავტომობილების მწარმოებელი. სახელწოდება წარმოშობილი გახლავთ ლათინური სიტყვა "volvere-დან" რაც ინგლისურად "to roll-ს" ნიშნავს. შვედური კომპანიის ისტორია 1927 წლიდან იწყება, როდესაც მას Assar Gabrielsson-ი და Gustav Larson-ი მეთაურობდნენ. ლოგოს შინაარსი საკმაოდ მარტივი და შინაარსიანია. ლოგოზე აღნიშნული წრეწირი ისრით მარჯვენა ზედა კუთხეში, აღნიშნავს რკინის ძველებურ ლოგოს. მეორეს მხრივ ეს ლოგო "მამაკაცის" აღმნიშვნელიც გახლავთ. რკინის მნიშვნელობა ავტომობილის ლოგოში მარტივია. ვოლვოს ავტომობილები ისეთივე გამძლეებია, როგორიც თავად რკინაა. 

1

VOLKSWAGEN

Volkswagen-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელი გახლავთ, რომელსაც საკმაოდ დიდი წარსული და შინაარსიანი სახელიც გააჩნია. კომპანია რომელიც წლის განმავლობაში მილიონობით ავტომობილს ყიდის, დღითი-დღე უფრო პოპულარული ხდება და წინსვლას განიცდის. 1937 წელს დაბადებული კომპანიის დამაარსებლად, ისევ და ისევ Ferdinand Porsche-ა მიჩნეული, რომელმაც ასევე კომპანია პორშე დააარსა. ლოგო შედგება ორი ლათინური ვესგან, (ზევიდან ასო V, ქვევიდან ასო W), ხოლო თავად კომპანიის სახელწოდება Volkswagen განსაკუთრებული შინაარსის გახლავთ. Volkswagen გერმანული სიტყვა, უფრო სწორად სიტყვათა კავშირი გახლავთ. სიტყვა "Volks" გერმანულად ხალხს ნიშნავს, ხოლო
"wagen" ავტომობილს. ლოგიკურია ამ ორი სიტყვის გაერთიანება წარმოშობს ერთ აზრს, "სახალხო/ხალხის ავტომობილი". 

1

1 

სულ ნანახია 8815-ჯერ 
დამატებულია slrmclaren722-ის მიერ 
+64 
ხმის მიცემა +1 

კომენტირებისთვის გაიარეთ ავტორიზაცია
giusha505 1 warns 2012-04-26 22:08:38
krematori
MotorSport 2012-04-26 14:38:15
რაც შეეხება BMW_ს მისი ორივე ვერსია სწორეა, გამოსახულება თვითმფრინავის პროპელერის აქვს და ფერები ბავარიის დროშიდან და გერბიდან არის აღებული
Aftermath 2012-04-26 00:35:35
https://www.facebook.com/cadillacgeorgia
RANGEROVER_Benz 2012-04-25 20:29:53
basa_90 გოოოოოორ
krematori 2012-04-25 15:41:09
slrmclaren722 გამოგრჩა რაღაც
GLADIATOR_013 2012-04-25 12:52:15
slrmclaren722
giosrt8 2012-04-25 08:59:09
ძააააან მაგარი სტატიაა, საღოოოოლ!!!
FallOutBoy 2012-04-25 02:03:58
slrmclaren722 საილენს,ჰი იზ რაით,თან ბოლოს ქვეყნიშვილივიყოო დაუმატებია,ნახე ბიჯო შენ
BMW__M5__F10 2012-04-25 01:08:19
slrmclaren722 ხო რავი მაგას მნიშვნელობა არა აქვს მარა პოულობენ თუ რას უშვებიან მარა უკვე ცუდად ვხდები მერსედესის სახელს სადაც ვკითხულობ ცუდად ვხდები უკვე რა ყველგან ეგ სამ ქიმიანი ყლეობა როგორ უნდა იყოს ჩაკვეხებული რაა უხ
AlieN 2012-04-24 22:36:36
კაი სტატიაა
basa_90 2012-04-24 22:25:48
RANGEROVER_Benz
basa_90 2012-04-24 21:40:12
არა...და შენ სადაური ხარ?
RANGEROVER_Benz 2012-04-24 21:21:42
basa_90 შენ შემთხვევით კომბინატელიც ხო არ ხაარ?
BUGATTI_SS434 1 warns 2012-04-24 21:05:21
dato799799

რას კითხულობ ხომ იცი რომ ბიემის ლოგო მერსედესს დაიხევს......................დრაგში........................
RANGEROVER_Benz 2012-04-24 21:03:06
basa_90 რათქმაუნდა ბასათი
basa_90 2012-04-24 20:53:33
RANGEROVER_Benz მაინც როგორ?
RANGEROVER_Benz 2012-04-24 20:45:26
აუუუ ეგრევე მივხვდიიიი
basa_90 2012-04-24 20:29:46
გორიდან
RANGEROVER_Benz 2012-04-24 19:08:04
basa_90 საიდან ხარ ბრატ?
GhostRecon 2012-04-24 18:58:26
კარგი სტატიაა
basa_90 2012-04-24 18:55:43
dato799799
slrmclaren722 მაგარი სტატიაა
slrmclaren722 2012-04-24 15:18:14
BMW__M5__F10 სტატია მოიპვა იმან ვინც შენ გიწვევს და ნერვს გიშლის ხოლმე და ისე სტატიას არ იპოვებენ, წერენ.
bmwkalanda 2012-04-24 15:16:48
merso მე დაზუსტებით ვიცი რო ბმწ ლოგო ნიშნავს ბავარიის დროშის პერებს და პროპელერი არაპერ შუაში არ არის ტვითონ ბმწ ერთერთმა წარმომადგენელმა ისაუბრა მაგაზე და ხო სტატია მაგარია საღოლ ავტორ
slrmclaren722 2012-04-24 15:14:15
Aftermath რავი შაგო მე აქამდე ვიცოდი რო ვაქლავ ლორენის და ვაქლავ კლემენტის დაარსებული იყო, მარა ზოგი წყაროთი ეგრე ვნახე და ეგ დავწერე რა.
merso 1 warns 2012-04-24 14:40:05
slrmclaren722 საგოლ ძაან მაგარი სტატიაა
merso 1 warns 2012-04-24 14:39:44
dato799799 იასნა ბე ემ ვე სი სად მერსედესის მიწა წყალი და ცა და სად ბე ემ ვეს პროპელერი
AgeraR 2012-04-24 13:19:26
slrmclaren722 (არ აქვს მნიშვნლობა ცეცხლწაკიდებულებს თუ კარგ მდგომარეობაში მყოფს)
RANGEROVER_Benz 2012-04-24 11:59:10
აუ მე იმაზე ვიკაიფე შვედეთის დროშა პირველად რო სასტუმროში ნახაააააააააა
dato799799 2012-04-24 11:26:33
BMW__M5__F10 BMWეს ლოგო ჯობია თუ Mercedes-Benzის?
BMW__M5__F10 2012-04-24 10:30:41
მაგარი სტატიაა საღოლ ვინც მოიპოვა ეს სტატია
giusha505 1 warns 2012-04-24 09:32:55
სტატია მაგარია ნამდვილად
Aftermath 2012-04-24 03:49:46
slrmclaren722 ბაჩო ემილ შკოდა??
sti1995 2012-04-24 02:44:46
sagol
SLR_722 1 warns 2012-04-24 02:44:01
slrmclaren722 უმაგრესი სტატიააა!!!
TT_RS 2012-04-24 01:50:38
საღოლ მაგარი სტატიაა
Aftermath 2012-04-24 01:44:47
http://news.drive.ge/?m=44&newsid=929 ესეც იგივე თემაა ლოგოები ჩემი ძაან ძველი სტატიაა მარა ეს უფრო ამომწურავია კაია ბაჩო მაგარი სტატიაა ძალიან მომეწონა იცი ძმაო შენი საქმე
FallOutBoy 2012-04-24 01:34:14
slrmclaren722 კარგი სტატიაა (არ აქვს მნიშვნლობა ცეცხლწაკიდებულებს თუ კარგ მდგომარეობაში მყოფს) ეს კარგად მოიქნიე ხო იცი შენ...
gfhfmf 2012-04-24 01:27:12
წ*
gfhfmf 2012-04-24 01:26:57
საღოლ ჩაგეთვალა ბევრი გიჭვალია
slrmclaren722 2012-04-24 01:00:37
აუ ცუდათ ვარ დავიღალეეეეეეეეეეეეეეე

 გამოკითხვა
რომელ საავტომობილო ბრენდს ანიჭებთ უპირატესობას?
ხმის მიცემა 
saitebi.ge
Verisign, Visa/mastercard Nova Technology, PayBox TerminalsNova Technology, PayBox Terminals Build on ProService CMS
ancient world wonders
Exec. - 0.3328