
Audi TTS -ს „პადვესკის“ 2 რეჟიმი აქვს. Standart - საკმაოდ კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს, ხოლო - Sport - ავტომობილს 10 მმ-ით დაბლა დაწევს და იგი კიდევ უფრო მყარი გახდება.
Audi-ს უკვე ჰყავს 250-ძლიერი TT – 3.2 ლ. ძრავით. მეტი სიმძლავრე, წარმოუდგენელი იყო, მაგრამ გამოჩნდა ვიღაცა, ვისაც ეს მაჩვენებელი არ აკმაყოფილებდა. თანაც, კომპანიის არსენალი სავსეა მოდიფიკაციებით საფირო S და RS - ასოებით. TT - უყურადღებოდ მხოლოდ ამ მომენტამდე იყო დარჩენილი.
და აი, ახალგაზრდების მოყვარულიც განახლებას დაექვემდებარა. ახლა TT -ში 2 ლ-ნი 4-ცილინრდიანი ტურბო-ძრავი - TFSI - იმალება. თანაც ჩვეულებრივი კი არა, ფორსირებული 272 ცხ.ძ-მდე და 350 ნმ-მდე გაზრდილი ბრუნვის მომენტით (სამუშაო დიაპაზონი 2.5 – 5 ათასი ბრუნვაა). 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას კუპე 5.2 წმ-ში ახერხებს, ხოლო როდსტერი - 5.4 წმ. მაქსიმალური სიჩქარე ტრადიციულად 250 კმ/სთ. ასე, რომ „S“, ავტომობილის დასახელებაში სრულიად ამართლებს თავის მოვალეობებს. კიდევ ერთი, გადაცემათა კოლოფი ავტომობილში 2-გვარი შეიძლება იყოს: 6-საფეხურიანი „მექანიკა“ და რობოტიზირებული S tronic.

საწვავის დანახარჯი შერეულ ციკლში დიდი არ არის- 8 ლიტრი 100 კმ-ზე.
ამძრავი, TTS-ში სრულია. მასა კი 3.2 ვერსიასთან შედარებით 36 კგ-თ შემცირდა და 1394 კგ. (კუპე) შეადგენს. ამის მიღწევა ავტომობილის წინა და შუა ნაწილში ალუმინის გამოყენების შემდეგ გახდა შესაძლებელი. მისი უკანა ნაწილი ისევ მეტალის დარჩა. თუმცა, თვალით ამ ყველაფრის აღქმა შეუძლებელია. „S“-ს გარჩევა თუ მოისურვეთ ჩვეულებრივი „TT“-საგან - კარგად მოგიწევთ დაკვირვება. თვალში აუცილებლად ახალი ბამპერი, უკანა დიფუზორი, გამონაბოლქვის სისტემის 4 მილი, ხოლო დაბნელებისთანავე - დიოდის შუქები - მოგხვდებათ.

TTS Roadster-ს საბაზო აწყობაშიც კი აქვს სრულად ავტომატიზირებული სისტემა რბილი სახურავის გახსნა-დახურვისათვის.
გადახალისებული „პადვესკის“ წყალობით, ავტომობილი მოძრაობისას უფრო მყარი გახდა. შეშვება-გამოშვების ახალი სისტემის გამო მანქანის ხმოვანება გაიზარდა. უახლესი სამუხრუჭე სისტემის წყალობით კი - უკეთესად ამუხრუჭებს. თუ „პადვესკას“ უფრო დაწვრილებით განვიხილავთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ Audi TTS-ი საფირმო Magnetic Ride-თაა აღჭურვილი. იგი „ამორტიზატორების“ მუშაობას გზის სავალი ნაწილის დაფარვის შესაბამისად არეგულირებს.

სურათზე ავტომობილს 19-დიუმიანი საბურავები უყენია, მაგრამ შეიძლება უფრო ნაკლები მოთხოვნა გაგიჩნდეთ და 18-დიუმიანიც შეუკვეთოთ.
სპორტ-ქარის ოფიციალური პრემიერა დეტროიტის ავტოსალონზე, 19 იანვარს შედგა. მისი გაყიდვები კი ზაფხულში დაიწყება. ყველაზე მარტივი აღნაგობის TTS-ი კუპის გარეგნობით, 44 900 ევრო ეღირება.

სალონში Silk Nappa - ტყავით შეკერილი ჩამჩისებური სკამები დაგხვდებათ. სხვათა შორის, უკანა „ფსევდო-სიდენია“ შეიძლება აიკეცოს და სასარგებლო მოცულობა 290-დან 700 ლიტრამდე გაიზარდოს.
ძალიან სიმბოლურია, რომ Audi TTS -ი სწორად დროულად გამოჩნდა. საქმე იმაშია, რომ „4 რგოლის“ მფლობელები საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ: 10 წელი გავიდა TT -ს I თაობის სერიული წარმოების დაწებიდან.






