
კალიფორნიაში შედგა 61-ე ავტოშოუ Grand
National Roadster Show (GNRS). გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა იშვიათმა კლასიკურმა ავტომობილებმა, ჰოთ-როდებმა, უნიკალურმა ქასთომებმა, მოტოციკლებმა და მუსკულიანმა ავტომობილებმა. ავტოშოუზე ბევრი კონკურსი ჩატარდა, მათ შორის განსაკუთრებული იყო ამერიკის ულამაზესი როდსტერი (America's Most Beautiful Roadster). პრემია გადაეცა ჰოთ-როდს Ford33 «Possessed», რომელიც ააგო ჯასტინ სკოპმა, ამ ავტომობილმა უკვე მესამედ მოიპოვა ეს ჯილდო.





















