DRIVE.GE News.Drive.GE Drive.GE
     რეგისტრაცია : პაროლის აღდგენა
  Contact form
 
http://auto.drive.ge newcars http://news.drive.ge http://prava.drive.ge vin.drive.ge http://games.drive.ge vin.drive.ge  
  Audi
  BMW
  Chevrolet
  Citroen
  Fiat
  Ford
  Honda
  Hyundai
  Jeep
  Kia
  Land Rover
  Lexus
  Mazda
  Mercedes
  Mitsubishi
  Nissan
  Opel
  Peugeot
  Renault
  Skoda
  Subaru
  Suzuki
  Toyota
     Volkswagen
  Volvo
  სხვა
  SUPERCARS
  Ssang-Yong
  Formula 1
  AutoSport
  Tuning
ისტორია
მოდელები
სიახლეები
Volkswagen Tiguan Test Drive

s  

ქრომირებული წინ გამოწეული ცხაური, შუაში ემბლემით, ჩამუქებული წინა მაშუქები და ბამპერზე მოთავსებული ნისლსაწინააღმდეგო მაშუქები - ეს არის დღევანდელი Volkswagen-ის საერთო სახე და ასეთ დიზაინამდე, კომპანიის მცირე ზომის ქროსოვერი Tiguan-ი, მხოლოდ ფეისლიფტინგის შემდეგ მივიდა. უფრო ზუსტად რომ გითხრათ განახლებულმა ტიგუანმა მიიღო სრულიად ახალი წინა ბამპერი, ახალი ცხაური, ახალი წინა და უკანა მაშუქები დღის დიოდებით. ის რაც ავტომობილში ყველაზე უცვლელი დატოვეს ეს მისი ზომაა, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ახალ თაობაში სივიწროვის და სიმცირის პრობლემები აღარ იქნება.
ს
შეგახსენებთ რომ ტიგუანის ფეისლიფტირებული ვერსია 2011 წლის მარტში, ჟენევის ავტო შოუზე წარადგინეს და მისი გაყიდვები ამ მომენტისათვის მხოლოდ გერმანიაში მიმდინარეობს. ქართულ სადილეროებში ამ ავტომობილის გაყიდვა ზაფხულის ბოლომდე უნდა დაიწყოს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველა ზემოთ ნახსენები დიზაინერული მოდერნიზაცია საკმაოდ სასიამოვნო, თანამედროვე და მისაღებია ასეთი კლასის ავტომობილების მოყვარულთათვის, თუმცა უამრავ მყიდველში და მათ შორის უამრავ მოყვარულშიც ჩნდება ერთი კითხვა, მხოლოდ დიზაინი შეიცვალა ავტომობილში ? რა აქვს ამ კომპაქტურ ქროსოვერს კიდევ ახალი ? ამასაც ახლავე გეტყვით.

ს 

ფეისლიფტირებულ Tiguan-ს აქვს უამრავი ახალი, დამხმარე სისტემა, 3 ახალი ძრავი და გარკვეული ცვლილებები გადაცემათა კოლოფში. პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ გერმანელებმა კვლავ დატოვეს წარმოებაში წინა წამყვანიანი ვერსია, ეს კი ეკონომიის მოყვარულთათვის საკმაოდ სასიხარულო ფაქტია. მეორე რიგში უნდა გითხრათ ის, რომ ინჟინრებმა გადაცემათა კოლოფი მოძველებულად ჩათვალეს და 6 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ახალი თაობის DSG გადაცემათა კოლოფით, რომლის ყველაზე დიდი პლიუსი არის ახალი ჰიდროტრანსფორმატორი, რომელსაც დიდი რესურსის მიღება შეუძლია, რის შედეგადაც გადაცემათა კოლოფი მეტ დატვირთვას უძლებს, ანუ მეტი მბრუნავი მომენტი გადააქვს წინა და უკანა თვლებზე. აქვე დავამატებ რომ ახალი თაობის DSG გადაცემათა კოლოფი იმდენად კარგი გამოვიდა, რომ ის საკმაოდ მძიმე წონის Transporter-ზეც და Multivan-ზეც დააყენეს, ასე რომ ახლა უკვე ტიგუანს მისაბმელის თავისუფლად ტარებაც კი შეუძლია ისე, რომ საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. 

ს  

ახლა კი ძრავთა გამას გადავხედოთ და უფრო დაწვრილებით შევიტყოთ მის შესახებ ყველაფერი. დავიწყოთ დიზელის ძრავებით, რომლებსაც ცვლილებები არ განუცდიათ, უფრო ზუსტად რომ გითხრათ TDI ძრავები კვლავ 110, 140 და 170 ცხენისძალიან ვარიანტებად იყოფიან. ასევე უცვლელი დარჩა 122 ცხენისძალიანი 1.4 TSI ძრავი, თუმცა მანამდე არსებული 150 ცხენისძალიანი აგრეგატის სიმძლავრე 10 ცხენით გაიზარდა და ეს უკანასკნელი ახლა უკვე 160 ცხენისძალას გამოიმუშავებს. რაც შეეხება ძველ, ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად და სასურველ 2 ლიტრიან ბენზინის აგრეგატს, რომელიც ქროსოვერის კაპოტქვეშ 170 ცხენისძალას წარმოქმნიდა, შეიცვალა იგივე 2 ლიტრიანი აგრეგატით, რომელიც 180 ცხენისძალას გამოიმშავებს.

s 

2L TSI Engine 

მიუხედავად ზემოთ ნახსენები სრულიად სხვა და სხვა ტიპის ძრავებისა, ტიგუანის ძრავთა გამა აქ არ სრულდება, რადგან მას კიდევ აქვს (ამ ავტომობილისთვის ყველაზე მძლავრი) ისევ და ისევ 2 ლიტრიანი, 4 ცილინდრიანი ბენზინის ძრავი, თუმცა ამ შემთხვევაში ძრავი ტურბირებულია, რის შედეგადაც ის 210 ცხენისძალას წარმოქმნის და ავტომობილი 0-100 კმ/სთ-მდე 7,8 წამში ჩქარდება. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს იგივე ძრავია რაც ახალი თაობის Golf GTI-ში და Scirocco-ში დევს.

ს 

ახლა კი ავტომობილის ინტერიერში გადავინაცვლოდ სადაც საკმაოდ სერიოზული და სასიხარულო ცვლილებები ჩატარდა, უფრო გასაგებად რომ გითხრათ, ავტომობილის ინტერიერმა იმდენი ცვლილება განიცადა, რომ ახლა ასეთი კითხვის დასმაც კი შესაძლებელია, "იპოვეთ 100 განსხვავება". ფეისლიფტირებულ ტიგუანს გააჩნია ახალი საჭე, რომელიც მან Golf-ის მეექვსე თაობისგან ისესხა, ასევე შეცვლილი აქვს საჭის ღილაკები, რომლებიც ალხა უკვე ბევრად გემოვნებიანი, დახვეწილი, თანამედროვე და რაც მთავარია უფრო პრაქტიკულია. ასევე შეიცვალა მონაცემთა დაფა, რომელსაც უამრავი ახალი სისტემა, ახალი დისფლეი და ახალი მენიუ დაემატა, თუმცა ყველაზე მთავარი ის არის, რომ ინტერიერში საგრძნობლად გაიზარდა ხარისხი, რაც თითქმის ყველა დეტალს შეეხო. 

(იმისათვის რომ თავად მიხვდეთ და აღიქვათ ყველანაირი ცვლილება ავტომობილის ინტერიერში, იხილეთ ორივე ვერსიის ფოტო, ანუ ზემოთ მოთავსებულია ფეისლიფტირებული ვარიანტის, ინტერიერის წინა ნაწილი, მის ქვემოთ კი ძველი ავტომობილის ინტერიერის წინა ნაწილი.) 

ს 

განვაგრძოთ ცვლილებებზე საუბრაი და გეტყვით, რომ ასევე ოდნავ შეიცვალა სავარძლების მოყვანილობა, შუშების ასაწევი ღილაკები, მაშუქების ჩამრთველი ღილაკები, დაემატა კლიმატ კონტროლი, ახალი მართვის სისტემით და სხვა. რაც შეეხება მონაცემთა დაფას, საჭის მსგავსად ისიც გოლფის მეექვსე თაობიდან არის ნასესხები, რის შედეგადაც ის უფრო საინტერესო და ლაკონური გახდა. ყველა ტექნოლოგიურ ცვლილებათა შორის, ყველაზე საინტერესო და სასიხარული კი ახალი ბორტკომპიუტერია, რომელიც "ფრენის" დროს ინფორმაციას ახალ (ფერად და გამოკვეთილ) დისფლეიზე გვაწვდის. შეგახსენებთ რომ ინფორმაცია ძველ ვერსიაში მონოქრონულ წითელი ფერის დისფლეიზე გამოდიოდა, (რომელიც ბოლო ფოტოზე კარგად ჩანს). 

სს 

ახალ კომპაქტურ ქროსოვერში აუდიო სისტემა 3 ნაწილად იყოფა, თუმცა ავტომობილში, რომლის ტესტსაც ეხლა გთავაზობთ, აღმოჩნდა ფლაგმანური RNS 510 აუდიო სისტემა, რომელშიც შედის ნავიგაციის სისტემა, DVD და სენსორული მონიტორი. რაც შეეხება სავარძლებს, მათი მდებარეობა ოდნავ შეიცვალა და ძველ მოდელთან შედაერბით ისინი უფრო ვერტიკალურად აყენია. სავარძლების ასეთ განლაგება ამ კლასისთვის დამახასიათებელიც არის, თუმცა ამან შესაძლოა ერთი პრობლემა გამოიწვიოს და ხანგრძლივი მოგზაურობის დროს, თქვენი ხერხემალი საშინლად დაღალოს. ასევე აღსანიშნავია საჭის უფრო დიდი დიაპაზონი, რომლის მეშვეობითაც ავტომობილს უფრო ბევრი ადამიანი მოირგებს და თავს კომფორტულად იგრძნობს.
ს
ელექტრო სავარძლების და დამატებითი აირბალიშების შეძენისათვის, თქვენ დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ. ასევე გეტყვით, რომ დამატებით ფუნქციებში შედის ახალი სავარძლები, გამოწეული სპორტული გვერდებით და რამდენიმე ფერის Alcantara-ს ტყავი. რაც შეეხება ქროსოვერის ფართს, ამ მხრივაც მას ყველაფერი რიგზე აქვს, რადგან მასში დაახლოვებით 190-200 სანტიმეტრი სიმაღლის ადამიანიც კი საკმაოდ თავისუფლად და კომფორტულად მოთავსდება, თუმცა რა თქმა უნდა, რომ ის თავის უფროს ძმას Touareg-ს ფართით ვერ შეედრება. რადგან ავტომობილის ფართზე და მოცულობაზე ჩამოვარდა საუბარი, აქვე გეტყვით, რომ მისი საბარგულის ზომებიც საკმაოდ დამაკმაყოფილებელია, რადგან სავარძლების ჩვეულებრივ მდგომარეობაში ყოფნისას ავტომობილის საბარგულის მოცულობა 470 ლიტრს შეადგენს, ხოლო უკანა სავარძლების გადაწევის შემთხვევაში საბარგულის მოცულობა 1510 ლიტრამდე იზრდება, რაც საშუალებას იძლევა 2,5 მეტრი სიგრძის ნივთიც კი უპრობლემოდ შევტიოთ ავტომობილში. მინდა გითხრათ რომ ასეთი სივრცე ასეთი ზომის ქროსოვერში ძალიან დიდი იშვიათობაა. 

s 

როგოც მიხვდით ბოლო თაობის Golf-ს და Tiguan-ს ბევრი რამ აქვთ საერთო, ერთ-ერთი მათგანი კი ფეისლიფტირებულ ტიგუანზე არის ადაფტიური შასი, DCC (Dynamic Chassis Control) რომელიც აქამდე მხოლოდ გოლფზე ეყენა ხოლმე. ასეთი შასის დახმარებით ავტომობილი ბევრად დინამიური, კომფორტული და თანამედროვე გახდა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი, 2 მილიან Ohlins-ის დაკიდებას მიუძღვის, რომელიც აღჭურვილია ელექტრომაგნიტური კლაპნებით, რაც ავტომობილს გამავლობას მატებს. სიახლეა ისიც რომ დაკიდების სისტემის მართვა ახლა თქვენც შეგიძლიათ. სულ ავტომობილში არსებობს 3 რეჟიმი, Sport, Comfort და Normal. აქვე გეტყვით რომ სამივე რეჟიმში ტიგუანი უფრო სპორტულია, ვიდრე კომფორტული, თუმცა დაკიდების სპორტ რეჟიმში გადაყვანის შემდეგ, უცბათვე იგრძნობთ მის კიდევ უფრო სპორტულ ხასიათს, რომელიც თითოეულ კენჭს გაგრძნობინებთ, საჭე კი ბევრად მგრძნობიარე გახდება. რაც შეეხება ამორტიზატორების დანარჩენ 2 რეჟიმს, ისინი რაღა თქმა უნდა, რომ უფრო კომფორტულია და შედარებით ხანგრძლივი მართვისთვის არის განკუთვნილი. 

ს 

ქროსოვერზე ვსაუბრობთ და აუცილებლად უნდა შევეხოთ მის გამავლობას. რამოდენიმე ხანგრძლივი ტესტის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ტიგუანი კვლავ ინარჩუნებს სახელს, როგორც "არც ისე ცუდი გამავლობის" ქროსოვერი. რეჟიმში Torque on Demand (ბრუნი საჭირეოებისამებრ), მბრუნავი მომენტის გარკვეული ნაწილი გადაეცემა უკანა წამყვანს. ასეთი რეჟიმი უფრო ხელსაყრელი, სველ და გრუნტიან გზაზეა. აქვე გეტყვით რომ ამ ავტომობილით უგზოობაში სიარულისას აუცილებლად უნდა გქონდეთ ჩართული დაბუქსავების საწინააღმდეგო სისტემა, რადგან საკმაოდ ძლიერმა ძრავმა შესაძლოა მაღალი მბრუნავი მომენტის დროს უწყინარ მდგომარეობაში "ბუქსაობა" დაიწყოს, ოფ როუდში კი ეს არასაჭირო ფაქტია.

ს 

მოცემულ ფოტოში ტიგუანმა ამ აღმართზე ასვლა ვერ შეძლო, თუმცა ამას თავისი მიზეზებიც აქვს. როგორც ხედავთ მცირე ზომის შემაღლებულ გორაკზე ბალახია, რომელიც სველი იყო, საბურავებმა კი სრიალი დაიწყეს რაც სწორედ მათივე ბრალი იყო. რაც შეეხება დამშრალი მდინარის ძალიან გაუგებარ და არეულ ზედაპირს, (რაც ერთ-ერთი ყველაზე რთულად გადასალახი მომენტია ნებისმიერი Off-Road-ერისთვის), ტიგუანი ასეთ გზაზეც კი ძალიან კარგად გრძნობს თავს. სისტემა რომელიც უგზოობისას, დიფერენციალის ბლოკირების იმიტაციას ახდენს, მაღალ დონეზე დგას. გვერდული დაკიდება, აღმართი, ტალახი, ღრმა წყალი და უამრავი ასეთი დაბრკოლება, ტიგუანისთვის ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას, თუმცა ჟურნალისტებმა, რომლებმაც ავტომობილი გატესტეს, მისი გამოცდა სველ ქვიშაში და ამავდროულად წყალში სცადეს. მინდა გითხრათ რომ ტიგუანს თავი მშვენივრად ეჭირა, მანამ სანამ ჟურნალისტური ახირებების, კარგი კადრების გადაღების გამო ავტომობილი რამოდენიმეჯერ არ გააჩერეს, რაც იქამდე მივიდა, რომ ის გაჩერდა. 15-20 წუთიან შეუჩერებელი მოძრაობის შემდეგ ტიგუანმა ჟურნალისტების უადგილო სურვილებს ვეღარ გაუძლო და უბრალოდ გაჩერდა. 

ს

როგორც ჟურნალისტები ამბობენ ტიგუანის გაჭედვა მხოლოდ მათი ბრალი იყო. მას შემდეგ რაც ავტომობილი გაიჭედა, რაღა თქმა უნდა მისი გამოყვანა აუცილებელი იყო და ამის გაკეთება ხელსაყრელი იყო უკნიდან, თუმცა როგორც აღმოჩნდა, კონკრეტულად ტესტში გამოყენებულ ავტომობილს უკანა მისაბმელი არ აღმოაჩნდა, რის შემდეგაც ის სახანძრო ავტომობილს წინდან დაუბეს და ამოიყვანეს. თუ ეჭვი გეპარებათ ტიგუანის გამავლობაში, ზუსტად გეტყვით მიზეზს, თუ რატომ გაიჭედა ის. საკმაოდ მძიმე ავტომობილს ქვემოთ მოთავსებულმა სველმა სილამ ვერ გაუძლო და დაშლა დაიწყო, შედეგად ავტომობილი უფრო ღრმა წყალში აღმოჩნდა, რამაც თავის მხრივ სიჩქარის კლება გამოიწვია. მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა საჭესთან მყოფმა ჟურნალისტმა მისი სიჩქარის გაზრდა დააპირა, დაბუქსავების საწინააღმდეგო სისტემამ მას ამის საშუალება არ მისცა, ბოლოს კი ავტომობილი ჩაქვრა.  

ს 

რაც შეეხება ავტომობილის ფასს, ის გერმანიაში 24,000 ევროდან იწყება და რამოდენიმე 1000 ევროთი იწევს, გარკვეული ფუნქციესბის დამატების შემდეგ, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ ეს ავტომობილი ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით ხელმიუწვდომელია და სავარაუდოდ ის მალე უნდა გამოჩნდეს ქართულ ბაზარზე. რაც შეეხება სტატიას, ის ჯერ არ დამთავრებულა და მცირედით ვეცდები მოგახსენოთ ავტომობილის ახალ, დამხმარე და უსაფრთხოების სისტემებზე. 

ს 

Tiguan-მა მიიღო რამოდენიმე საინტერესო დამხმარე და უსაფრთხოების სისტემა, მაგალითად ისეთები, როგორებიც არის, გაღვიძების სისტემა, საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემა, ეგრედ წოდებული Light Assist, რომელიც ჰალოგენებზეა დაყენებული, Dynamic Light Assist, რომელიც ბიქსენონებზე მოქმედებს, Lane Assist, იგივე ზოლში სიარულის სისტემა და ავტომატურად პარკირების სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილს თავად, მძღოლის დახმარების გარეშე შეუძლია დაპარკირდეს. საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემა ბორტკომპიუტერის დახმარებით მუშაობს, რომელსაც მოცემული ინფორმაცია ავტომობილის შიგნით განთავსებულ დისფლეიზე გამოაქვს და ამცნობს მძღოლს მისი სიჩქარის და ნებადართული სიჩქარის შესახებ. რაც შეეხება Lane Assist სისტემას, ის მგძნობიარე და საკმაოდ ჭკვიანი თვალებით აღჭურვილი კამერების დახმარებით, თვალს ადევნებს ზოლებს გზის საფარზე და მათი გადაკვეთის შედეგად ის ხმოვან და ვიბრო შეტყობინებას მისცემს მძღოლს, ურეაგიროდ დატოვების შედეგად კი ის თავად უბრუნდება საჭირო და უსაფრთხო პოზიციას. ასევე აღსანიშნავია გაღვიძების სისტემა, რომელიც მძღოლის დაღლილობის და ორგანიზმის დაკვირვებით აფიქსირებს მის მდგომარეობას და ჩაძინების ან მოდუნების შედეგად, კვლავ ხმოვანი და ვიბრო შეტყობინების საშუალებით ცდილობს მის გამოღვიძებას. სანამ სხვა სისტემებზე გადავიდოდეთ, მინდა აქვე მოკლედ გითხრათ კიდევ ერთი ახალი სისტემის შესახებ, რომელიც საბურავების დაშვების ან გაფუჭების შემთხვევაში მძღოლს ინფორმაციას აწვდის, მასში წნევის და ჰაერის რაოდენობის შესახებ, რაზეც მძღოლმა რაღა თქმა უდნა, რომ რეაგირება უნდა მოახდინოს.

ს 
ფეისლიფტირებულ ტიგუანზე ინჟინრებმა, 2 ახალი განათების სისტემა დააყენეს. პირველი მათგანი არის Dynamic Light Assist (ამისათვის დააკვირდით ზემოთ მოცემული ფოტოს ზედა ნაწილს, რომელიც მწვანედ არის შეფერილი). ასეთი განათების სისტემა მხოლოდ ბი ქსენონებით აღჭურვილ ფარებზე მონტაჟდება. ამ სისტემის გააქტიურების შემდეგ, 65 კმ/სთ-თი მოძრაობისას, ავტომობილი თავად რთავს შორ განათებას. ასევე ამ მაშუქებს გააჩნია ერთი ძალიან დადებით ფუნქცია, რომელიც საქარე მინაში მოთავსებული კამერის დახმარებით, აფიქსირებს წინიდან მომავალ ავტომობილს და მის მხარეს მოთავსებულ მაშუქს გარკვეულ წილად თიშავს, რათა მის მხედველობას ზიანი არ მიაყენოს. ალბათ ისინი ვისაც ღამით ავტომობილით გივლიათ და შემხვედრ ავტომობილის შუქებზე თვალი მოგჭრიათ, დამეთანხმებით, რომ ასეთი სისტემა ძალიან უსაფრთხო და კომფორტული იქნება. რაც შეეხება სისტემას Light Assist-ს, ის ჩვეულებრივ ჰალოგენებიან ფარებსაც მოყვება და მთავარ როლს აქაც საქარე მინაზე მოთავსებული კამერა ასრულებს, თუმცა შორი განათება აქ 60 კმ/სთ-თი მოძრაობისას ირთვება და წინიდან მომავალი ავტომობილის დანახვისას ის თავისით არ აქრობს მაშუქებს, უბრალოდ გამცნობთ თქვენ ამის შესახებ და მისი გამორთვისაკენ მოგიწოდებთ.

s 

ასევე სიახლეა Park Pilot სისტემა, ანუ ავტო-პარკირების სისტემა, როემლსაც ფეისლიფტინგამდე, ტიგუანის მხოლოდ პარალელურ მდგომარეობაში დაპარკირება შეეძლო, ახლა კი ის თქვენს ქროსოვერს პერპენდიკულარულ მდგომარეობაშიც დააპარკირებს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, მძღოლს მხოლოდ სიჩქარე და ავტომობილის ადგილიდან დაძვრა ევალება, ხოლო საჭე თავისით იტრიალებს და აქვე გეტყვით, რომ ამ სისტემამ საფრთხის ამოცნობაც ისწავლა, რომლის დროსაც ის თავისით გააჩერებს ავტომობილს. რაღა თქმა უნდა, პარკირების დროს მძღოლი ყველა კუთხეს, წინა და უკანა ხედს, ავტომობილზე მოთავსებული კამერების მიხედვით აკონტროლებს და საფრთხის შემთხვევაში შესაბამისადაც იმოქმედებს.

უსაფრთხოება / Safety 

ს 

ახლა ამ სტატიაში ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვან და აუცილებელ თემას, უსაფრთხოებას შევეხოთ სადაც ტიგუანი ნამდვილად იმსახურებს უმაღლეს შეფასებებს. 2008 წელს Euro NCAP-ის ტესტირებისას Tiguan-ი 5 ვარსკვლავიანი შეფასებით დაიმტვრა.

კომპაქტური კლასის ქროსოვერი აღჭურვილია 8 უსაფრთხოების ბალიშით, (2 წინა, 2 გვერდითი და 4 უკანა მგზავრთათვის). ასევე ავტომობილს უყენია ძალიან მგძნობიარე ღვედები, თუმცა მხოლოდ წინა სავარძლების ღვედები აღიქვამენ და ემზადებიან ავარიისთვის, უკანები კი ჩვეულებრივად იჭიმებიან მაშინ, როცა შეჯახება მოხდება. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს Isofix-ის ბავშვის სავარძლები, რომლებიც უსაფრთხოების ერთ-ერთი, უმთავრესი ზომაა. მე აქ დავასრულებ ამ სტატიას და ვიმედოვნებ, რომ საინტერესოდ და სრულყოფილად გიამბეთ ახალი გერმანული ქროსოვერის შესახებ.

 

 

 

 

 

 

სულ ნანახია 714-ჯერ 
დამატებულია slrmclaren722-ის მიერ 
+34 
ხმის მიცემა +1 

კომენტირებისთვის გაიარეთ ავტორიზაცია
beqats 2011-07-19 19:15:18
პირველ რიგსჰი მალადეც ავტორ, მაგარი სტატიაა, მეორე მანქანა მარტლა მაგარია ტექნოლოგიების მიხედვიტ, ბაზარი არაა კარგია მაგრამ, რაგაცნაირად მე არ მიზიდავს, რადგან მანქანა უნდა მარტო და არა უნდა გმარტოს, მალე მდზგოლი არ დასცჰირდება ამ მანქანას, ვმარტოტ რა მანქანა ცჰვენ, რა ჯობია იმ ადრენალინს, აბგონზე მეექვსედან მეოტხესჰი რო ტხრი
RANGEROVER_Benz 2011-07-19 17:17:43
სგ ავტორ უმაგრესია
GLADIATOR_013 2011-07-19 13:18:58
ინგლისურად ტუ დავწერე რამე არ გადაწეროტ
GLADIATOR_013 2011-07-19 12:52:11
sastavi amas saertod ar exeba... feisbuqidan vinmem virusi xo ar gadmoiweret??? me gadmoviwere da nodi, avira, avasti, nortoni, kasperskipanda da ravi kide ramdeni antivirusi vcade da yvelas yinavs da vinmem xo ar gamocadet ukve da rogor moishoret???
merso_brabus 2011-07-19 12:41:18
kai namushevaria sg avtor
veloamo 2 warns 2011-07-19 01:43:19
ჩემი აზრით სტატიამ აჯობა მანქანას, არ მევასება ეგეთი კვერცხობები
davideee 2011-07-18 22:41:26
არა ძმაო ეს ძაან კაი მანქანაა,დეიდაშვილს ჰყავს და იმენა არსად შეგარცხვენს კაცს ,საღოლ ავტორ კაი ვეშია
krematori 2011-07-18 22:32:46
მარა 2006 იანი პასატი მყავდა ზაან ცუდი დინამიკა და ხმის იზოლიაცია ჰქონდა
krematori 2011-07-18 22:31:27
აუ დღეს ფოლცის fectory აჩვენეს დისქოვერზე რაღაც არაამქვეყნიური ტექნოლოგიები აქვთ ქარხანაში
alex20 2011-07-18 19:16:22
ლამაზი ცხვირი აქვს. მაგდენი ფული რომ მქონდეს ან ამას და ან აუდი ქ3-ს ვიყიდდი, მაგრამ არ მაქვს
gio_911 2011-07-18 18:18:35
სერიოზული სტატია ცჰანს..წავიკიტხავ საგამოს..
slrmclaren722 2011-07-18 17:40:11
გაიხარეთ
shaliko09 1 warns 2011-07-18 17:36:40
საღოლ ბაჩო და საღოლ Volkswagen
gelenda55amg 2011-07-18 16:10:35
ძალაინ მაგარი და საინტერესო სტატიაა მეგობარო,მადლობელი ვარ ესეთი ამომწურავი ინფორმაციისათვის.გაიხარე.
Chipa 1 warns 2011-07-18 14:57:42
საღოლ მომეწონა!!
Aftermath 2011-07-18 14:55:22
ძალიან მაგარი სტატიაა, მადლობელი )
upravo 2011-07-18 14:46:49
სტატია სრულყოფილა და მართლა საღოლ ავტორს... რაც შეეხება მანქანას დიდი ვერაფერი მანქანაა, მიუხედავად იმისა რომ გერმანიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო გაყიდვების მიხედვით.

saitebi.ge
Verisign, Visa/mastercard Nova Technology, PayBox TerminalsNova Technology, PayBox Terminals Build on ProService CMS
ancient world wonders
Exec. - 0.5333