
2009 წლის სამოდელო რიგის Ford F-150 - ნამდვილად შეიძლება დეტროიტის ერთ-ერთ მთავარ პრემიერად ჩაითვალოს.
ამერიკელები ამაყობენ თავიანთი ქვეყნით, მთავრობით და პრეზიდენტით... ასევე, ისინი ამაყობენ მათ მიერ მოცემული თავისუფლებით, დამოუკიდებლობით და რაღა თქმა უნდა - ფიქაფებით. ისეთივე უზარმაზარითა და მძლავრით, როგორიც მათი სამშობლოა. მათ შორის არის გამორჩეული ეგზემპლიარები, რომლებიც საერთოდ „გმირების“ რანგამდე ადიან. მაგალითად, Ford F-150.
მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების მოცულობა ისედაც მაღალია, კომპანიამ მაინც გადაწყვიტა მისი საკმაოდ საფუძვლიანი განახლება. თუმცა, ძირითადი სიახლეები მაინც მანქანის „გარეგნობასა“ და ინტერიერში იგრძნობა.

როგორც ადრე, ფორდში F-150-ს შესრულების 40 სხვადასხვა ვარიანტი იქნება შემოთავაზებული.
ავტომობილის სავალი ნაწილი 2009 წლის სამოდელო რიგში ცვლილებების გარეშე გადავა. სამაგიერიოდ, ძრავებს შორის იქნება სიახლე. ავტომობილში 3 აგრეგატი დარჩება. ერთ-ერთი მათგანი - 4.2 ლ-ნი V6 - უფრო მძლავრით შეიცვლება. 18-ცილინდრიანი ძრავი აირის გადამუშავების ცირკულაციის სისტემით (4.6 ლ. ბენზინის და „ზეეკონომიური“ ბიოეთანოლის Triton) - თავის ადგილებზე დარჩება.

«ასორმოცდამეათეს» რკინა ინჟინრებმა თითქმის ხელუხლებლად დატოვეს

ავტომობილის პროგრამული უზრუნველყოფა ძირფერსვიანად შეიცვალა.
დემოკრატი „F-150“ უკვე 60 წელია არსებობს და ამერიკელების გულებშიც დიდი ადგილი დაიკავა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ამერიკულ ბაზარზე ფიქაფი ყველაფერზე უფრო კარგად იყიდებოდა - ამ ავტომობილის პერსპექტივა ძალიან დამაიმედებელია. გაყიდვაში ეს მანქანა შემოდგომაზე გამოჩნდება.






