
Audi R8 V12 TDI Concept - მისი ბენზინზე მომუშავე ვერსიისაგან მხოლოდ ძრავით არ განსხვავდება. არსად ჩანს გამონაბოლქვის მილები, ხოლო „სპოილერის“ ადგილას - „ანტიკრილო“ დააყენეს.
Audi-ს გამარჯვებებმა ლეგენდარულ მარათონში „24 საათი ლე-მანა“ - უზარმაზარი სარგებელი მოუტანა კომპანიას. არა მარტო მარკეტინგის თვალსაზრისით, არამედ ტექნიკურითაც. „4-მა რგოლმა“ კიდევ ერთხელ გადახედა თავის გამოცდილებას რბოლებზე და დეტროიტში საშუალო მოცულობის კუპე Audi R8 წარმოადგინა... დიზელის ძრავით!
უკმაყოფილო გამომეტყველების მიღებას ნუ იჩქარებთ. კომპანიამ R8-ში ხომ ყველაფერ იმას მოუყარა თავი, რაც ლე-მანეს მარათონებზე ისწავლა. 2003 წელს წარმოდგენილ კონცეპტუალურ კუპეს - Le Mans quattro - ტყუილად არ ერქვა უძველესი მსოფლიოს ავტომობილების „ენდურანსის“ სახელი. 3 წლის შემდეგ კი R8-ს სერიული ვერსიის დებიუტი მოეწყო. სახელი მას ფრანგების მიწაზე 5-ჯერ გამარჯვებული „ბარკეტის“ საპატივცემულოდ დაერქვა.

მანქანის „გამომეტყველება“ უფრო „ბრაზიანი გახდა“. მისი რადიოატორის ბადე უფრო დიდ ნაწილებად დაიყო.
სერიული R8-ს იმიჯი ლე-მანეს მარათონებთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. ამჯერად გერმანელებმა თავიანთი სუპერ-დიზელი სარბოლო ტრასიდან გადაიტანეს. იგი თავიდან R10 პროტოტიპში მუშაობდა. ამ სიმბიოზმა 24-საათიან რბოლებში (2006-2007 წწ.) გაემარჯვებებს შექუმნა საფუძველი. სწორედ ასეთი ძრავი აღმოჩნდა დეტროიტში წარმოდგენილ კონცეპტში - Audi R8 V12 TDI.
სხვათაშორის, ვინმეს თუ ახსოვს, ეს ძრავი კროსოვერ Audi Q7-ში იყო მოთავსებული. ამ ავტომობილმა კონვეირამდე ვერ მიაღწია. მაშინ ხმები დაირხა, თითქოს ამ ძრავის R8-ში იმპლანტირებას აპირებდნენ. მოარული ჭორები სრული სიმართლე აღმოჩნდა.

დიზაინერებმა წვრილმანებიც გაითვალისწინეს - განსაკუთრებულად ლამაზი სკამების გადასაფარებელი და იატაკზე დასაფენებია.
ძრავი საოცარი მახასიათებლებით გამოირჩევა: 6-ლიტრიანი V12 500 ცხ.ძ (150 ცხ.ძ.-თ ნაკლები, ვიდრე Audi R10-ს სარბოლო ძრავს შეუძლია) და 1000 ნმ. ბრუნვის მომენტს ავითარებს. 100 კმ/სთ სიჩქარეს ავტომობილი 4.2 წმ-ში აღწევს - ეს უფრო ნაკლები მაჩვენებელია ვიდრე ბენზინის R8-ში. მაქსიმალური სიჩქარე - 300 კმ/სთ-ია. ამასთან, იგი სრულად აკმაყოფილებს ევრო-6-ს ეკოლოგიურ მოთხოვნებს, რომელიც ძალაში მხოლოდ 2014 წელს შედის. ფანტასტიკაა!

კომპაქტური 6-ლიტრიანი დიზელის V12 - ინჟინერიის შედევრია. ცილინდრის ბლოკებს შორის კუთხე 600-ია, ხოლო სიგრძით იგი მხოლოდ 166 მმ-თ აჭარბებს ცნობილ R8-ს. 2 ტურბო-კომპრესორის წყალობით მაქსიმალური ბრუნვის მომენტი (1000 ნმ) ტრანსმისიას 1750-3000 ბრ/წთ დიაპაზონში გადაეცემა.
ბუნებრივია, Audi R8 სრული ამძრავით - quattro და გადაცემათა მექანიკური კოლოფით არის აღჭურვილი. კონვეირამდე მისვლისას იგი საფირმო „რობოტს“ - R tronic - მიიღებს დამატებითი თვისების როლში.

მდიდრული საბურავების - Pirelli PZero - მდიდრულ დისკებში უზარმაზარი სამუხრუჭე „როტორები“роторы იმალება. იგი კარბონო-კერამიკული კომპოზიტისგანაა დამზადებული.
ვფიქრობ, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ბენზინზე მომუშავე Audi R8 -ს მფლობელები არა მარტო არ დასცინებენ თავიან „დიზელის“ კოლეგებს, არამედ შურის თვალითაც შეხედავენ. ასე რომ, დაუცადეთ, შეიძიენთ და დაშოკეთ ბენზინგასამართი სადგურის მომუშავეები და საზოგადოება.



bolosdabolos mrgvalparebiani zveli 5.5 amg merso udgeba amas 


